23 მაისს, SANGU-ში გაიმართა სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია, თემაზე: "ანდრია პირველწოდებული და საქართველო".
სამეცნიერო კონფერენცია – "ანდრია პირველწოდებული და საქართველო"
23 მაისს, SANGU-ში გაიმართა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ისტორიის სპეციალობის სტუდენტების სამეცნიერო კონფერენცია, თემაზე: "ანდრია პირველწოდებული და საქართველო". ღონისძიება მიეძღვნა ანდრია მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღეს – 12 მაისს.
კონფერენციაზე წარმოდგენილი თემები ფართოდ წარმოაჩენდა წმ. ანდრია პირველწოდებულის როლს ბიბლიურ და ქართულ ტრადიციებში. მოხსენებებში განხილული იყო მისი კვალი ქართულ ლიტერატურაში, მესხური გადმოცემების ვერსიები, ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის თემა და თეიმურაზ ბატონიშვილის ისტორიული ხედვები.
ღონისძიებამ ნათლად წარმოაჩინა ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა აკადემიურ პროცესში, კვლევითი ინტერესები და მათი მზაობა, წვლილი შეიტანონ ქვეყნის ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებასა და გააზრებაში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვაბატონი ირაკლი ბრაჭულის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებითგულითადად ვულოცავთ დაბადებიდან 70 წელს ბატონ ირაკლი ბრაჭულ...