შეხვედრა პროფესიული ბრენდის შექმნისა და განვითარების შესახებ


5 ნოემბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, კარიერული განვითარებისა და დასაქმების სამმართველოს ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა თემაზე „შენი პროფესიული ბრენდი, როგორ შეგამჩნიონ და აგირჩიონ?“
შეხვედრას უძღვებოდა Jobify-ის წარმომადგენელი მარიამ კახნიაშვილი, კარიერული და ბიზნეს განვითარების ტრენერი, რომელმაც სტუდენტებს პროფესიული ბრენდის შექმნისა და განვითარების პრაქტიკული გზები გააცნო.
შეხვედრაზე განხილული იყო პროფესიული ბრენდის მნიშვნელობა კარიერული განვითარებისთვის, საკუთარი გამოცდილების, უნარებისა და ძლიერი მხარეების სწორად წარმოჩენა, პროფესიული ონლაინიმიჯის შექმნა და LinkedIn-ის ეფექტურად გამოყენება.
სტუდენტებმა ასევე მიიღეს პრაქტიკული რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ გახდნენ დამსაქმებლისთვის უფრო შესამჩნევი და გამორჩეული კანდიდატები, რა როლი აქვს კომუნიკაციას, პერსონალურ სტილსა და თანმიმდევრულობას პროფესიული რეპუტაციის ჩამოყალიბებაში და როგორ გამოიყენონ პროფესიული ბრენდი ახალი კარიერული შესაძლებლობების მოსაძიებლად.
მსგავსი სიახლეები
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვაბატონი ირაკლი ბრაჭულის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებითგულითადად ვულოცავთ დაბადებიდან 70 წელს ბატონ ირაკლი ბრაჭულ...
ნარდის, შაშისა და ჭადრაკის ტურნირები SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში
28 ოქტომბერს SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში ნარდის, შაშისა და ჭადრაკის შიდა ტურნირები გაიმართა.
