შეხვედრა McDonald’s Georgia-ს წარმომადგენლებთან
![]() | ![]() |
13 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით, McDonald’s Georgia-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ McDonald’s Georgia-ში არსებულ დასაქმების შესაძლებლობებს, მათ შორის სტუდენტებზე მორგებულ სამუშაო პირობებს, მოქნილ გრაფიკს, ანაზღაურებას, ბენეფიტებსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს.
ღონისძიებაზე ასევე განიხილეს დასაქმების პროცესთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხები, მათ შორის გასაუბრებისთვის მომზადება, საკუთარი ძლიერი მხარეების სწორად წარმოჩენა, რეზიუმეს მომზადებისას გასათვალისწინებელი დეტალები და პირველი ინტერვიუსთვის საჭირო რეკომენდაციები.
შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისთვის პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდება როგორც McDonald’s Georgia-ში დასაქმების შესაძლებლობების, ისე ზოგადად კარიერული დაგეგმვისა და სამუშაოს ძიების პროცესის შესახებ.
მსგავსი სიახლეები
შეხვედრა პროფესიული ბრენდის შექმნისა და განვითარების შესახებ
5 ნოემბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, სტუდენტებისთვის პროფესიული ბრენდის განვითარების შესახებ შეხვედრა გაიმართა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვაბატონი ირაკლი ბრაჭულის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებითგულითადად ვულოცავთ დაბადებიდან 70 წელს ბატონ ირაკლი ბრაჭულ...


