შეხვედრა მაგისტრანტებთან სამაგისტრო ნაშრომის მომზადების საკითხებზე
20 ნოემბერი 2026
მაგისტრანტებისთვის გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე სამაგისტრო კვლევის დაგეგმვის, ნაშრომის მომზადებისა და დაცვის მოთხოვნები და პრაქტიკული რეკომენდაციები განიხილეს.
19 ნოემბერს გაიმართა მაგისტრანტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა თემაზე „სამაგისტრო ნაშრომი - მოთხოვნები და პრაქტიკული რეკომენდაციები“. შეხვედრა სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.
შეხვედრაზე განიხილეს სამაგისტრო კვლევის დაგეგმვის, კვლევის მეთოდების შერჩევის, აკადემიური წერისა და ციტირების, ნაშრომის გაფორმებისა და დაცვის ძირითადი მოთხოვნები.
ყურადღება დაეთმო აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებს, ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებასა და სამაგისტრო ნაშრომის მომზადების პრაქტიკულ საკითხებს.
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი დაჩი მხეიძე 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრს ბრნოს ტექნოლოგ...
წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული მეცნიერებისა და ფილოსოფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვ...