შეხვედრა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან
15 მაისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულებამ ტადაჰარუ უეჰარამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე ,,იაპონიის დიპლომატია’’.
შეხვედრა გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, რომელმაც შესავალ სიტყვაში ისაუბრა იაპონიისა და საქართველოს მეგობრული ურთიერთობის შესახებ და იაპონიის ელჩს მადლიერებისა და პატივისცემის ნიშნად სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
საჯარო ლექციისას იაპონიის ელჩმა ბატონმა ტადაჰარუ უეჰარამ ისაუბრა იაპონიის საგარეო პოლიტიკის შესახებ, მის წარმატებებზე, გამოწვევებსა და მიზნებზე. იაპონიის ელჩმა განსაკუთრებულად დეტალურად ისაუბრა საქართველოსა და იაპონიის დიპლომატიურ ურთიერთობების ეტაპებსა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე.
ლექციის ბოლოს ბატონმა ელჩმა უპასუხა პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების შეკითხვებს.
მსგავსი სიახლეები
შეხვედრა მაგისტრანტებთან სამაგისტრო ნაშრომის მომზადების საკითხებზე
მაგისტრანტებისთვის გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე სამაგისტრო კვლევის დაგეგმვის, ნაშრომის მომზადებისა და დაცვის მოთხოვნები და პრაქტიკული რეკომენდაციები განიხილ...
დაჩი მხეიძე სტუდენტური მობილობით ბრნოს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში იმყოფება
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი დაჩი მხეიძე 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრს ბრნოს ტექნოლოგ...
