ქართული უნივერსიტეტის პროფესორები საერთაშორისო კონფერენციაზე
რუმინეთის ქალაქ ტირგუ მურეშში გამართული კონფერენციის თემა იყო ჯანდაცვისა და სამეცნიერო კვლევების მდგომარეობა დასახელებულ ქვეყნებში2019 წლის 12 ივნისს რუმინეთის ქალაქ ტირგუ მურეშში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია "Stronger together: Building up security through cooperation, health, research and innovation", რომელშიც მონაწილეობდნენ პროფესორები საქართველოს, რუმინეთის, ბელგიის, მოლდოვის, ბელორუსიის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და სომხეთის წამყვანი უნივერსიტეტებიდან.
კონფერენციის მთავარი თემა იყო ჯანდაცვისა და სამეცნიერო კვლევების მდგომარეობა დასახელებულ ქვეყნებში. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სახელით კონფერენციაზე მიწვეულები იყვნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი, პროფესორი ლევან ჯიქია და პროფესორი მარიამ ხატიაშვილი.
ახლო მომავალში კონფერენციას საქართველო უმასპინძლებს.
მსგავსი სიახლეები
ტრენინგი საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო კურსის სილაბუსის შემუშავებისა და შეფასების მეთოდოლოგია
საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრები მიეძღვნა საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების სილაბუსების დაგეგმვის, შემუშავებისა და შეფასების აქტუალურ საკითხებს.
29 ივნისი 2026
ვორკშოპი დოქტორანტებისთვის „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“
სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით დოქტორანტებისთვის გაიმართა ვორკშოპი თემაზე „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“.
25 ივნისი 2026
შეხვედრა დოქტორანტებთან სადისერტაციო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის საკითხებზე
სემინარის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია სადისერტაციო ნაშრომის შექმნის ძირითად ეტაპებზე, კვლევის შედეგების ეფექტიანად წარმოჩენის მეთოდებსა და...
24 ივნისი 2026
