„ანდრია პირველწოდებულის სახელობის თასი 2019“
26-27 სექტემბერს კუს ტბის მინი-ფეხბურთის სტადიონზე გაიმართა „ანდრია პირველწოდებულის სახელობის თასი-2019“-ის გათამაშება. ჩემპიონატზე წარმოდგენილი იყო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სტუდენტების ოთხი გუნდი:„West ham”-ი, “კუნინძები“, „Salzburg”-ი და გუნდი „ტულე“ ასევე ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ერთი გუნდი „Southampton”-ი.
26 სექტემბერს გაიმართა ჯგუფური შეხვედრები. დაძაბულმა და სანახაობრივმა შეხვედრებმა გამოავლინა ნახევარფინალისტი გუნდები. ასევე ტურნირის ბომბარდირთა პრეტენდენტები. შემდეგ ეტაპზე გავიდა გუნდები: „West ham”-ი, “კუნინძები“, „Salzburg”-ი და „Southampton”-ი.
27 სექტემბერს კი გაიმართა ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრები. პირველ ნახევარფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ „კუნინძები“ და „Southampton-ი”, შეხვედრა საკმაოდ დაძაბული იყო, ორივე გუნდმა კარგი თამაში აჩვენა. საბოლოოდ „Southampton”-მა დაამარცხა „კუნინძები“ ანგარიშით 3 – 0. მეორე ნახევარფინალში, „West ham”-მა დაძაბულ შეხვედრაში გაიმარჯვა ანგარიშით 4 – 2.
მესამე საპრიზო ადგილი დაიკავეს "კუნინძელებმა", მათ 4 უპასუხო გოლი გაუტანეს „Salzburg”-ს.
ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს „West ham”-ი და „Southampton”-იდაუპირისპირდნენ, თამაში ფინალის შესაფერისი გამოვიდა, დაძაბული, უხვგოლიანი და სანახაობრივი. ორი სკოლის დაპირისპირებაში ჰუმანიტარებმა იმარჯვეს, მათ ხუთი გოლი გაიტანეს ორის წინააღმდეგ და დაეუფლნენ „ანდრიას პირველწოდებულის თას - 2019“-ს.
ტურნირის ბომბარდირი გახდა „West ham”- ელი, მიქაელ იორამაშვილი. საუკეთესო მეკარე - „Southampton”- ის მეკარე გოგა გაფრინდაშვილი, ხოლო ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი - რაჟდენ ოქრუაშვილი („West ham”).გამარჯვებულ და საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცათ: მედლები, სიგელები, სამახსოვრო საჩუქრები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია „ანდრიას თასი-2019“.
მსგავსი სიახლეები
შეხვედრა მაგისტრანტებთან სამაგისტრო ნაშრომის მომზადების საკითხებზე
მაგისტრანტებისთვის გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე სამაგისტრო კვლევის დაგეგმვის, ნაშრომის მომზადებისა და დაცვის მოთხოვნები და პრაქტიკული რეკომენდაციები განიხილ...
დაჩი მხეიძე სტუდენტური მობილობით ბრნოს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში იმყოფება
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი დაჩი მხეიძე 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრს ბრნოს ტექნოლოგ...
