მნიშვნელოვანი მოვლენის 100 წელი
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორის ვახტანგ გურულის წერილი „საქართველო -რუსეთის მოსკოვის 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება“.
26 მაისს 102 წელი სრულდება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან. 1918 წლის 26 მაისს მიღებულ „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტში“ ჩაიწერა: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ესწრაფვის ყოველ ხალხთან და განსაკუთრებით მეზობელ ერებთან მეგობრული განწყობილობა იქონიოს“. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა მეზობელ სახელმწიფოსთან - საბჭოთა რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარებას. ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა... საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან მხოლოდ ორი წლის შემდეგ შეძლო რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადება. 7 მაისს ამ ხელშეკრულების დადებიდან 100 წელი შესრულდა. ამასთან დაკავშირებით გთავაზობთ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორის ვახტანგ გურულის წერილს „საქართველო -რუსეთის მოსკოვის 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება“.
მსგავსი სიახლეები
ახალი სასწავლო წელი დაიწყო
ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს უნივერსიტეტმა პირველკურსელებს უმასპინძლა.
AWS Agentic Football Cup Georgia
22 აგვისტოს წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა AWS Agentic Football Cup Georgia-ს უმასპინძლა, რომელიც AWS User Group Tbilisi-ის ორგანიზებით გაიმართა.
