1918 წლის 26 მაისისადმი მიძღვნილი ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია
26 მაისს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც 1918 წლის 26 მაისს მიეძღვნა.
26 მაისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც 1918 წლის 26 მაისს მიეძღვნა. კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, რომელმაც გაზი გაუსვა 26 მაისის მნიშვნელობას საქართველოს უახლეს ისტორიაში. 26 მაისს უკავშირდება საქართველოს უახლეს ისტორიაში სამი მნიშვნელოვანი მოვლენა: 1918 წლის 26 მაისს საქართველომ აღიდგინა ეროვნული სახელმწიფოებრიობა, 1939 წლის 26 მაისს დაიბადა საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა და 1991 წლის 26 მაისს საქართველომ აირჩია პირველი პრეზიდენტი. სამწუხაროდ საბჭოთა რუსეთმა მალევე შეძლო საქართველოს დაპყრობა, მაგრამ სწორედ 26 მაისს მიღებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი ასულდგმულებდა ანტისაბჭოთა მოძრაობას საქართველოში. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ზურაბ ხონელიძე, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, პროფესორი ვახტანგ გურული, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე, პროფესორი ზურაბ პაპასქირი, პროფესორი ოთარ ჯანელიძე, პროფესორი ლევან ჯიქია, პროფესორი ლევან ბებურიშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები ირაკლი ხვადაგიანი, ირაკლი ირემაძე, დიმიტრი სილაქაძე.
მსგავსი სიახლეები
ტრენინგი საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო კურსის სილაბუსის შემუშავებისა და შეფასების მეთოდოლოგია
საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრები მიეძღვნა საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების სილაბუსების დაგეგმვის, შემუშავებისა და შეფასების აქტუალურ საკითხებს.
ვორკშოპი დოქტორანტებისთვის „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“
სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით დოქტორანტებისთვის გაიმართა ვორკშოპი თემაზე „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“.
