პროექტი „სმენის და მხედველობის დარღვევების მქონე პირთა მხარდამჭერი სისტემის შექმნა საქართველოში“.
პარასკევს, 1 ნოემბერს, 10:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და პროფესორებისთვის გაიმართება სემინარი
2018 წლიდან პოლონური ორგანიზაცია HumanDoc, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლობით, ახორციელებს პროექტს „სმენის და მხედველობის დარღვევების მქონე პირთა მხარდამჭერი სისტემის შექმნა საქართველოში“, რომელიც დაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთის დახმარების პროგრამის ფარგლებში.
პროექტის ფარგლებში, სმენის და მხედველობის დარღვევების მქონე პირთა პრობლემების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, 2019 წლის 1 ნოემბერს, 10:00-13:00 საათამდე ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ერთდღიანი სემინარი.
სემინარის სამიზნე აუდიტორიაა სოციალური და ჰუმანიტარული სპეციალობების სტუდენტები და პროფესორები. სემინარი განსაკუთრებით სასარგებლო და საინტერესო იქნება მომავალი მასწავლებლების, ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკების, ჟურნალისტების, იურისტებისა და საჯარო მოხელეებისათვის.
სემინარს ჩაატარებენ მაღალკვალიფიციური ტრენერები პოლონეთიდან და საქართველოდან, რომლებიც ინტერაქტიულად მიაწვდიან სემინარის მონაწილეებს ინფორმაციას ყრუ-უსინათლოთა პრობლემების, ევროკავშირის დონეზე საკანონმდებლო ჩარჩოსა და ყრუ-უსინათლო ადამიანებთან ურთიერთქმედების სპეციფიკის შესახებ.
სემინარზე უზრუნველყოფილი იქნება ყავის შესვენება. დასრულს თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
ადგილები შეზღუდულია.სემინარზე დასწრების მსურველებს, გთხოვთ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე.
მსგავსი სიახლეები
SANGU-ს ქორეოგრაფიული ანსამბლი "კარიბჭე" აცხადებს სტუდენტთა მიღებას
SANGU-ს ქორეოგრაფიული ანსამბლი "კარიბჭე" აცხადებს სტუდენტთა მიღებას ქართული ხალხური ცეკვების შესასწავლად.
მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამის გასაუბრებისა და დაფინანსების შედეგები
საგნობრივ მიმართულებებში გასაუბრების შედეგები გამოქვეყნდება უახლოეს პერიოდში, ეტაპობრივად.
