შიდა მობილობისთვის განსაზღვრული ვაკანტური ადგილები
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლაში
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
- სამართალი - 10 ადგილი;
- ისტორია - 10 ადგილი;
- ქართული ფილოლოგია - 10 ადგილი;
- საერთაშორისო ურთიერთობები - 20 ადგილი;
ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაა
- მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა (ისტორია-გეოგრაფია-მოქალაქეობა)- 10 ადგილი;
- მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა (ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა, ქართული, როგორც მეორე ენა) - 10 ადგილი;
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე
- სამართალი - 10 ადგილი;
- საქართველოს ისტორია - 10 ადგილი;
- ქართული ფილოლოგია - 20 ადგილი;
- საჯარო მმართველობა - 10 ადგილი;
ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
- ბიზნესის ადმინისტრირება - 10 ადგილი;
- ტურიზმის ბიზნესი - 10 ადგილი;
- ფსიქოლოგია - 10 ადგილი;
- კომპიუტერული მეცნიერება - 10 ადგილი;
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე
- ბიზნესის ადმინისტრირება - 10 ადგილი;
- სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია - 10 ადგილი;
შენიშვნა: შიდა მობილობის განხორციელების შემთხვევაში სტუდენტებს სწავლის წლიური საფასური განესაზღვრებათ მოცემულ პროგრამისთვის შესაბამისი დადგენილი ოდენობით, კერძოდ:
ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა სამართლის, საჯარო მმართველობის და სოციალური და განწყობის ფსიქოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებისა შეადგენს 2250 ლარს, ხოლო პროგრამებზე:
- სამართალი - 2990 ლარს;
- საჯარო მმართველობა - 2750 ლარს;
- სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია - 2500 ლარს;
2021- 2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში უნივერსიტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულთა მიერ შიდა მობილობის განხორციელების შემთხვევაში სტუდენტებს სწავლის საფასური განესაზღვრებათ უნივერსიტეტის დამფუძნებლის სრულუფლებიანი წარმომადგენლის 2021 წლის 5 აგვისტოს №18 ბრძანებით ‘ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე 2021– 2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხულთათვის ერთჯერადი საშეღავათო პირობების განსაზღვრის შესახებ“ პირობების გათვალისწინებით.
შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:
- შიდა მობილობის განხორციელების მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) – 2022 წლის 12 – 21 სექტემბერი.
- კრედიტების აღიარების კომისიების მუშაობა და დასკვნების მომზადება, ,სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი დადასტურება - 2022 წლის 13 – 22 სექტემბერი;
- დეკანატებისა და აღიარების კომისიების მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა მობილობის ფარგლებში მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მოსამზადებლად - 2022 წლის 23 სექტემბერი;
- შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების/ბრძანებების პროექტის/პროექტების მომზადება და გამოცემა - 2022 წლის 23-26 სექტემბერი;
შიდა მობილობის განხორციელების მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
- განცხადება (შემოთავაზებული ფორმით, UMS სისტემის საშუალებით)
- სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (შესაბამისი დეკანატის მიერ დამოწმებული);