წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ორგანიზებით, 2022 წლის 28 სექტემბრიდან ჩატარდება ერთთვიანი ტრენინგები პრაქტიკული ელემენტებით შემდეგი მიმართულებით:
სამოქალაქო სამართალი:
- სამოქალაქო სამართლის ცნება;
- ფიზიკური და იურიდიული პირები;
- გარიგებები;
- ვადების მნიშვნელობა სამოქალაქო სამართალში;
- ქონება;
- ხელშეკრულებათა ძირითადი ტიპები;
- სარჩელის და შესაგებლის შედგენის ტექნიკა;
- სასამართლო მტკიცებულებები; (ადგილზე დათვალიერება; წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება; მოწმის ჩვენება; ექსპერტის დასკვნა)
- მოსამართლის როლი სამოქალაქო საქმეთა განხილვისას.
სისხლის სამართალი:
- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. დანაშაულის ცნება და სახეები;
- გამოძიების ჩატარება;
- მოწმის დაკითხვა;
- დაკავების ოქმის შედგენის ტექნიკა;
- საგამოძიებო ექსპერიმენტის არსი;
- ჩხრეკა-ამოღების ჩატარების წესი.
- დაცვის (ბრალდებული, ადვოკატი) და ბრალდების (გამომძიებელი და პროკურორი) მხარის უფლებები;
- სასჯელის სახეები
- მოსამართლის როლი სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის დროს.
ადმინისტრაციული სამართალი:
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი;
- ადმინისტრაციული ორგანოს ცნება;
- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
- ადმინისტრაციული წარმოების სახეები;
- ინფორმაციის თავისუფლება;
- ადმინისტრაციული სარჩელის შედგენის ტექნიკა;
- ადმინისტრაციული სარჩელის სახეები;
- სასამართლო მტკიცებულებები;
- მოსამართლის როლი ადმინისტრაციული დავათა განხილვის დროს
ადამიანის უფლებები
- ძირითადი უფლების ცნება და მისი ელემენტები;
- აბსოლუტური და არააბსოლუტური უფლებები;
- ადამიანის ღირსება, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება - საქმიანობის საყოველთაო თავისუფლება და ზოგადი პიროვნული უფლება;
- სიცოცხლის უფლება;
- პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცვა;
- საკუთრების უფლება;
- აზრის, სინდისის, რწმენისა და რელიგიის თავისუფლება;
- გამოხატვის თავისუფლება;
- წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის აკრძალვა;
- საკონსტიტუციო სარჩელის შედგენის ტექნიკა;
- მოსამართლის როლი საკონსტიტუციო დავათა განხილვის დროს
ტრენინგი განკუთვნილია სკოლის 8-12 კლასელებისთვის, მისი მიზანია გააცნოს მოსწავლეებს სამართლის სფეროს ძირითადი ასპექტები, სამართალწარმოების პრაქტიკული კომპონენტები.
თითოეულ მიმართულებაზე აუცილებელია მინიმუმ 10 მოსწავლის რეგისტრაცია. ტრენინგები ჩატარდება კვირაში ერთხელ ყოველ ოთხშაბათს (ჯამში 4 შეხვედრა) 17:00 საათზე.
ხანგრძლივობა 1 საათი.
პროცესების დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები.
ტრენინგზე ადგილები სრულად შეივსო, რეგისტრაცია ამ ეტაპზე დასრულებულია.