ქართული ფილოლოგიის მიმართულებით აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი ასისტენტის ერთ აკადემიურ თანამდებობაზე.
კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა: 2022 წლის 21-22 ნოემბერი, მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი № 53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან – 17:00 საათამდე.
კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი განცხადებების განხილვა, კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება: 2022 წლის 24 ნოემბრიდან. შედეგები გამოქვეყნდეს არაუგვიანეს 9 დეკემბრისა.
ასისტენტის თანამდებობაზე უმაღლესი განათლების შესახებ კანონის თანახმად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი.
კანდიდატთა მონაცემების განხილვისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის მიღწევები საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, რაც შესაძლებელია შეფასდეს და დადასტურდეს შემდეგით:
- სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები, მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში და სხვა სამეცნიერო აქტივობები;
- სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
- საერთაშორისო თანამშრომლობა და საქმიანობა აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით;
- წარმოდგენილი სამოტივაციო წერილი;
- სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
- სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა, რომელიც, კონკურსანტის აზრით, უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს;
- კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისთვის განსაზღვრული სხვა სპეციფიკური მოთხოვნები (არსებობის შემთხვევაში).
ასისტენტის თანამდებობაზე პროფესიული ნიშნით შეიძლება აირჩეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც:
- აქვს საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია, ჰქონდეს შესაბამისი მიმართულებით პრაქტიკული ხასიათის ან კვლევით პროექტში/პროექტებში ჩართულობის გამოცდილება ან/და გამოქვეყნებული ჰქონდეს სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
- აკმაყოფილებს რექტორის ბრძანებით კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისთვის განსაზღვრულ სხვა სპეციფიკურ მოთხოვნებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
სხვა სპეციფიკური მოთხოვნები: სასურველია ჰქონდეს გამოყენებითი ენათმეცნიერების მიმართულებით მნიშვნელოვან პროექტებსა თუ კვლევებში მუშაობის გამოცდილება.
საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
- ავტობიოგრაფია -CV, (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
- შევსებული კონკურსანტის ანკეტა (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
- შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები ნოტარიულად დამოწმებული; (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით)
- სტიპენდიების, გრანტების, სხვა სამეცნიერო აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
- კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
- შესაბამისი მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობისა და საქმიანობის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა;
- სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
- სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა;
- შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, პრაქტიკული ხასიათის ან კვლევით პროექტში ჩართულობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან/და გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები.
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი;(არსებობის შემთხვევაში)
- სხვა სპეციფიური მოთხოვნების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(არსებობის შემთხვევაში)
- უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
- შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან წარმოდგენილი ცნობა ნასამართლობის შესახებ და ასევე, ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ;
მიმაგრებული დოკუმენტები: