2020 წლის 17 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "კონფლიქტები სამხრეთ კავკასიაში".
კავკასია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონია. იგი მდიდარია ბუნებრივი რესურსებით. ის ასევე არის ხიდი, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას. კავკასიაში დასამკვიდრებლად ერთმანეთს კონკურენციას უწევენ მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები. ისინი დიდ ინტერესს იჩენენ კავკასიის რეგიონისადმი მისი ხელსაყრელი გეოეკონომიკური და გეოსტრატეგიული მდებარეობის გამო. სამხრეთ კავკასია ესაზღვრება ნავთობისა და გაზის რესურსებით მდიდარ კასპიის აუზს, შუა აზიასა და ახლო აღმოსავლეთს.
სამხრეთ კავკასიას გააჩნია პოტენციალი შეასრულოს სატრანზიტო დერეფნის ფუნქცია ევროპასა და აზიას შორის, ასევე მან შეიძლება ითამაშოს ევროპისთვის ალტერნატიული ენერგეტიკული დერეფნის როლი. კავკასიის რეგიონს გადაკვეთს დიდი მნიშვნელობის მქონე ნავთობსადენები და გაზსადენები როგორიცაა ბაქო - თბილისი - ჯეიჰანი, ბაქო - თბილისი - ერზრუმი და ბაქო - თბილისი - სუფსის მილსადენი. მაგრამ, ხშირმა კონფლიქტებმა და ომებმა შეიძლება მოახდინონ ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონის დესტაბილიზაცია. ომებმა და ეთნიკურმა კონფლიქტებმა მთიან ყარაბაღში, სამაჩაბლოსა და აფხაზეთში შეიძლება ხელი შეუშალოს ამ რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას და შეასუსტოს მისი სატრანზიტო ფუნქცია.
ამ კონფერენციის მიზანია სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტების და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევების ანალიზი. ასევე, ამ ღონისძიების მიზანს წარმოადგენს, განსაზღვროს ის ფაქტორები, რომლებიც რეგიონალურ ძალებს - თურქეთს, ირანსა და რუსეთს შორის კონფლიქტის გამწვავებას იწვევს. ღონისძიება ხელს შეუწყობს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებს შორის აზრთა გაცვლას.
მოხსენების თემატიკა:
კონფერენციაში მონაწილეობის პირობები:
კონფერენციაშო მონაწილეობა შეუძლია მიიღოს: დარგის სპეციალისტებმა, მეცნიერებმა, ახალგაზრდა მეცნიერებმა, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებმა.
მონაწილეობის მსურველმა უნდა გამოაგზავნონ აბსტრაქტი ქართულ და ინგლისურ ენაზე და შემდეგ სრული სტატია ქართულ ან ინგლისურ ენაზე .
აბსტრაქტებს განიხილავს კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტი, მხოლოდ შერჩეული აბსტრაქტის ავტორებს წერილობით (მეილის სახით) გაეგზავნებათ თანხმობა კონფერენციაში მონაწილოების შესახებ.
აბსტრაქტი რომელიც არ დააკმაყოფილებს მეცნიერულ მოთხოვნებს არ განიხილება.
აბსტრაქტები და სტატიები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ გვერდზე.
მომხსენებლებს გადაეცემათ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა
დასწრება თავისუფალია.
შენიშვნა: დაიბეჭდება მხოლოდ ის აბსტრაქტები რომელიც მოხსენების სახით წარმოდგენილი იქნება კონფერენციაზე.
ვადები:
ვადის დასრულების შემდეგ მიღებული აბსტრაქტები არ განიხილება.
აბსტრაქტის დაწერის წესები:
ნაშრომის სათაური | ფონტი: ქართულად ლიტ ნუსხური (LitNusx), ინგლისურად Times New Roman; ფონტის ზომა: 12 |
აბსტრაქტის ტექსტი | ქართული ნაშრომისთვის: ლიტ ნუსხური (LitNusx), ინგლისური ნაშრომისთვის: Times New Roman; ფონტის ზომა:12 |
აბსტრაქტის მოცულობა: | მინიმუმ 150, მაქსიმუმ 500 სიტყვა |
ქივორდები: | აბსტრაქტი უნდა შეიცავდეს მინიმუმ 4 ქივორდს. |
ავტორის სახელი: | მიუთითეთ ავტორის სახელი და გვარი |
ინსტიტუტი და ტიტული: | ავტორთა ინსტიტუტები და ტიტულები უნდა იყოს მითითებული |
საკონტაქტო მისამართი: | ავტორის ელ.ფოსტა, ტელეფონი და საფოსტო მისამართი უნდა იყოს მითითებული ნაშრომში |
სტატიის დაწერის წესები:
ფონტი: ინგლისური ნაშრომისთვის: Times New Roman, ქართული ნაშრომისთვის: ლიტ ნუსხური (LitNusx); ფონტის ზომა: 12; ხაზებს შორის დაშორება: 1,5 ;
გვერდის მინდვრები: მარცხნივ-მარჯვნივ 2.5 სმ, ზემოთ-ქვემოთ 2.5 სმ;
აბზაცი: პირველი 6 nk, შემდეგი 6 nk.
წყაროების მითითება: სტატიაში გამოყერნებული რესურსები უდა იყოს მითთებული ტექსტში APA -ს სტილით.
ბიბლიოგრაფია: სტატიაში გამოყენებული წყაროები უნდა იყოს მითითებული ანბანური თანმიმდევრობით, ავტორების გვარის რიგითობის მიხედვით ტექსტის ბოლოს. თუ ერთსა და იმავე ავტორს ერთზე მეტი პუბლიკაცია აქვს, მაშინ წყაროები უნდა დალაგდეს თარიღის მიხედვით.
APA -ს სტილით ტექსტში წყაროების მითითების მაგალითები:
ერთი ავტორი: (Karaoğlu, 2004: 15)
ორი ავტორი: (Karaoğlu, Yılmazçelik, 2011: 10)
სამი ავტორი: (Bradley et al., 2010: 45)
APA -ს სტილით ბიბლიოგრაფიის მითითების ნიმუშები:
ჟურნალის მითითება:
Kirkman, B. L. & Rosen, B. (1999). Beyond Self-Management: Antecedents and Consequences of Team Empowerment. Academy of Management Journal, 42, 58-74.
წიგნების მითითება:
Şimşek, M. Ş., Akgemci, T. and Çelik, A. (2001). Behavioral sciences and behaviors of organizations, Nobel Publishing Distribution, 2nd Edition, Ankara.
Daft, R. L., and Marcic, D. (2016). Understand management. Nelson Training.
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული; ინგლისური
კონფერენციის ორგანიზატორი: სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ქართული უნივერსიტეტის პროფესორი ვალერი მოდებაძე, საორგანიზაციო კომიტეტი.
კონფერენციის ჩატარების ადგილი: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი. ი.ჭავჭავაძის 53ა
საკონტაქტო ინფორმაცია: sanguconference@gmail.com; T-599 27 69 99
კონფერენციის პროგრამა
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გადადით ბმულზე