მენიუ

კოვიდ-19-ის გავლენა საერთაშორისო სისტემაზე

2021 წლის 28 მაისს, გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია კოვიდ-19-ის გავლენა საერთაშორისო სისტემაზე.

2021 წლის 28 მაისს, გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია კოვიდ-19-ის გავლენა საერთაშორისო სისტემაზე. 

2019 წლის დეკემბერს ახალი ინფექციური დაავადება კოვიდ -19 დაფიქსირდა ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ქალაქ ვუჰანში.  ვირუსი სწრაფად გავრცელდა ჩინეთის სხვადასხვა პროვინციებში, განსაკუთრებით კი მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში.  მიუხედავად ჩინეთის ხელისუფლების მიერ გატარებული მკაცრი ზომებისა, პანდემია მაინც სწრაფად მოედო არა მხოლოდ ჩინეთს, არამედ ასევე მის მეზობელ ქვეყნებს და დასავლეთს.  პანდემია დედამიწის ყველა კონტინეტზე გავრცელდა და მსოფლიოს ყველა ქვეყანა  დააზარალა.  რაც დრო გადის ყოველდღიურად იზრდება როგორც კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი, ასევე დაღუპულთა რაოდენობაც.   თუმცა მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე მდებარე ქვეყნებმა მკაცრი ზომები მიიღეს ვირუსის შესაკავებლად, პანდემიის დამარცხება ჯერ-ჯერობით მაინც ვერ ხერხდება.  კოვიდ-19-მა მსოფლიოს პარალიზება გამოიწვია და უდიდესი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია ყველა კონტინენტზე.  მკვეთრად შეფერხდა ყველა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და განვითარება, ხოლო მილიონობით ადამიანი უმუშევარი დარჩა.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კორონავრუსის სწრაფი გავრცელების გამო შეიძლება 25 მილიონი სამუშაო ადგილი დაიკარგოს და უმუშევართა რაოდენობა მომავალში მკვეთრად გაიზარდოს.  ეს კი თავის მხრივ გამოიწვევს სიღარიბის გაზრდას მსოფლიოში და დიდი გამოწვევების წინაშე დააყენებს კაცობრიობას.   
ამ კონფერენციის მიზანია მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების ანალიზი და იმ პრობლემების იდეტიფცირება, რომლის წინაშეც დააყენა კორონავირუსის პანდემიამ საერთაშორისო თანამეგობრობა და კაცობრიობა. ღონისძიება ხელს შეუწყობს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებს შორის აზრთა გაცვლას და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის სიღრმისეულ გაანალიზებას.

მოხსენების თემატიკა: 

  • კორონავირუსის პანდემიის გავლენა საერთაშორისო პოლიტიკაზე და საერთაშორისო ურთიერთობებზე
  • კორონავირუსის პანდემიის გავლენა საერთაშორისო სისტემაზე
  • კორონავირუსის პანდემია და ვირტუალური დიპლომატია
  • კორონავირუსის პანდემიის გავლენა საგანმანათლებლო სისტემაზე.  კორონავირუსის პანდემია და ვირტუალური სწავლება. 
  • კორონავირუსის პანდემიის გავლენა საერთაშორისო ეკონომიკურ სისტემაზე.
  • კორონავირუსის პანდემიის გავლენა სხვადასხვა ქვეყნის ეროვნულ ეკონომიკაზე
  • კორონავირუსის პანდემიის გავლენა საერთაშორისო ტურიზმზე და სხვადასხვა ქვეყნის ტურისტულ ინდუსტრიაზე. 
  • კორონავირუსის პანდემიის გავლენა საერთაშორისო ვაჭრობაზე
  • კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სოციალური პრობლემების ანალიზი

კონფერენციაში მონაწილეობის პირობები:

კონფერენციაშო მონაწილეობა შეუძლია მიიღოს: დარგის სპეციალისტებმა, მეცნიერებმა, ახალგაზრდა მეცნიერებმა, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებმა.
მონაწილეობის მსურველმა უნდა გამოაგზავნონ აბსტრაქტი ქართულ და ინგლისურ ენაზე და შემდეგ სრული სტატია ქართულ ან ინგლისურ ენაზე. 

  • ჩამოტვირთეთ სარეგისტრაციო ფორმა;
  • შეავსეთ-ივსება პირადი მონაცემები, ასევე ამავე ფორმაში უნდა დაწეროთ/ჩააკოპიროთ აბსტრაქტის (ქართულ/ინგლისური) ტექსტი. ფორმაში მითითებულია აბსტრაქტის გაფორმების წესი.
  • შევსებული ფორმა გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე sanguconference@gmail.com

აბსტრაქტებს განიხილავს კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტი, მხოლოდ შერჩეული აბსტრაქტის ავტორებს წერილობით (მეილის სახით) გაეგზავნებათ თანხმობა კონფერენციაში მონაწილოების შესახებ.  
აბსტრაქტი რომელიც არ დააკმაყოფილებს მეცნიერულ მოთხოვნებს არ განიხილება.
აბსტრაქტები და სტატიები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ გვერდზე.  
მომხსენებლებს გადაეცემათ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა
დასწრება თავისუფალია.
შენიშვნა: დაიბეჭდება მხოლოდ ის აბსტრაქტები რომელიც მოხსენების სახით წარმოდგენილი იქნება კონფერენციაზე.

ვადები:

  • აბსტრაქტების მიღების ვადა:  აბსტრაქტების მიღება დაიწყება 1 მაისიდან და დასრულდება 15 მაისს 2021 წელს  18.00 საათზე.
  • სრული ტექსტის ჩაბარების ვადა:  სტატიების მიღების ვადა არის 15 ივნისი 2021 წელი.
  • თანხმობა კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ შერჩეული აბსტრაქტის ავტორს  ეცნობება 20 მაისს 2021 წელს.  

ვადის დასრულების შემდეგ მიღებული აბსტრაქტები არ განიხილება.

აბსტრაქტის დაწერის წესები:

ნაშრომის სათაური: ფონტი: ქართულად სილფაენი (Sylfaen), ინგლისურად Times New Roman; 
ფონტის ზომა:  12
აბსტრაქტის ტექსტი ქართული ნაშრომისთვის:  სილფაენი (Sylfaen),
ინგლისური ნაშრომისთვის: Times New Roman; ფონტის ზომა:12 
აბსტრაქტის მოცულობა:  მინიმუმ 150, მაქსიმუმ 500 სიტყვა
ქივორდები: აბსტრაქტი უნდა შეიცავდეს მინიმუმ  4 ქივორდს.
ავტორის სახელი: მიუთითეთ ავტორის სახელი და გვარი
ინსტიტუტი და ტიტული: ავტორთა ინსტიტუტები და ტიტულები უნდა იყოს მითითებული
საკონტაქტო მისამართი: ავტორის ელ.ფოსტა, ტელეფონი და საფოსტო მისამართი უნდა იყოს მითითებული ნაშრომში

სტატიის დაწერის წესები: 

ფონტი: ინგლისური ნაშრომისთვის: Times New Roman, ქართული ნაშრომისთვის: სილფაენი (Sylfaen);   ფონტის ზომა: 12;   ხაზებს შორის დაშორება: 1,5; 
გვერდის მინდვრები: მარცხნივ-მარჯვნივ 2.5 სმ, ზემოთ-ქვემოთ 2.5 სმ; 
აბზაცი: პირველი 6 nk, შემდეგი 6 nk.
წყაროების მითითება: სტატიაში გამოყერნებული რესურსები უდა იყოს მითთებული ტექსტში APA -ს სტილით. 
ბიბლიოგრაფია: სტატიაში გამოყენებული წყაროები უნდა იყოს მითითებული ანბანური თანმიმდევრობით,  ავტორების გვარის რიგითობის მიხედვით ტექსტის ბოლოს.  თუ ერთსა და იმავე ავტორს ერთზე მეტი პუბლიკაცია აქვს, მაშინ წყაროები უნდა დალაგდეს თარიღის მიხედვით.

APA -ს სტილით ტექსტში წყაროების მითითების მაგალითები:
ერთი ავტორი: (Karaoğlu, 2004: 15)
ორი ავტორი: (Karaoğlu, Yılmazçelik, 2011: 10)
სამი ავტორი: (Bradley et al., 2010: 45)

APA -ს სტილით  ბიბლიოგრაფიის მითითების ნიმუშები:
ჟურნალის მითითება:

Kirkman, B. L. & Rosen, B. (1999). Beyond Self-Management: Antecedents and Consequences of Team Empowerment. Academy of Management Journal, 42, 58-74.
წიგნების მითითება:
Şimşek, M. Ş., Akgemci, T. and Çelik, A. (2001). Behavioral sciences and behaviors of organizations, Nobel Publishing Distribution, 2nd Edition, Ankara.
Daft, R. L., and Marcic, D. (2016). Understand management. Nelson Training.

კონფერენციის სამუშაო ენა:
ქართული
ინგლისური
კონფერენციის ორგანიზატორი:
სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ქართული უნივერსიტეტის პროფესორი ვალერი მოდებაძე.
საორგანიზაციო კომიტეტი.
კონფერენციის ჩატარების ადგილი:
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი.
ი.ჭავჭავაძის 53ა
საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: sanguconference@gmail.com
T-599 27 69 99

 

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა