მენიუ

აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი

საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი.

საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:

  • პროფესორი - 1 საშტატო ერთეული;
  • ასოცირებული-პროფესორი - 2 საშტატო ერთეული.

 

პროფესორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული მოთხოვნები


აკადემიური ნიშნით თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება: ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 6 წლის მუშაობის გამოცდილება.


კანდიდატის შეფასებისას მხედველობაში მიიღება შემდეგი დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:

  • სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
  • სამეცნიერო ნაშრომები შესაბამისი მიმართულებთ გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში;
  • სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
  • სამეცნიერო სტიპენდიები ან/და გრანტები, ან/და სხვა პროფესიული აქტივობები ბოლო 5 წლის განმავლობაში.

 

პროფესიული ნიშნით პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად მხედველობაში მიიღება ქვემოთ მოცემული კრიტერიუმები:

  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება;
  • საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისიწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით განხორციელებული სამეცნიერო ან პრაქტიკული ხასიათის კვლევითი პროექტი/პროექტები ან/და გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  • უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა.


როგორც აკადემიური, ისე პროფესიული ნიშნით მონაწილე კანდიდატებისთვის განსაზღვრულია შემდეგი დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნა:

  • ინგლისური ენის ცოდნა (არანაკლებ B 2 დონე), ამასთან, სამეცნიერო მუშაობის გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობებში, კერძოდ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის სფეროში, მათ შორის აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობების სფეროში.

 


ასოცირებული პროფესორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული მოთხოვნები 


აკადემიური ნიშნით ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება: ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება.


კანდიდატის შეფასებისას მხედველობაში მიიღება შემდეგი დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:

  • სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
  • სამეცნიერო ნაშრომები შესაბამისი მიმართულებთ გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში;
  • სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
  • სამეცნიერო სტიპენდიები ან/და გრანტები, ან/და სხვა პროფესიული აქტივობები ბოლო 5 წლის განმავლობაში.


პროფესიული ნიშნით ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად:

  • დარგის შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება, რაც დასტურდება ქვემოთ მოცემული არანაკლებ ერთი ნიშნით:
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
  • საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით განხორციელებული სამეცნიერო ან პრაქტიკული ხასიათის კვლევითი პროექტი/პროექტები ან/და გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  • უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა.


როგორც აკადემიური, ისე პროფესიული ნიშნით ასოცირებული პროფესორის ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულია შემდეგი დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნები:


ინგლისური ენის ცოდნა (არანაკლებ B 2 დონე), ამასთან, სამეცნიერო აქტივობები ქვემოთ მოყვანილ საკითებზე:

  • ასოცირებული პროფესორის ერთი ვაკანტური თანამდებობისათვის: ევროპისა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, მათ შორის ევროპისა და ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობები;
  • ასოცირებული პროფესორის მეორე ვაკანტური თანამდებობისათვის: აზიის ერთი ან მეტი წამყვანი ქვეყნისა და საქართველოს შორის ურთიერთობები.


საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
  2. ავტობიოგრაფია (CV, ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
  3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (დისკი ან მეხსიერების ბარათი) ერთად.
  4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
  6. ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო ან/და პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით);
  7. საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან/და დარგის შესაბამიოსი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით);
  8. ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის/ დარგისათვის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების შესახებ (ავტორის შეხედულებით), სამეცნიერო ნაშრომის დართვით, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო საქმიანობას;
  9. შესაბამისი მიმართულებით სამეცინერო ან/და პრაქტიკული ხასიათის კვლევითი პროექტის/პროექტების შესახებ ინფორმაცია (ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით);
  10. კონკურსანტის მიერ შედგენილი დარგის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები - ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით (ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით); 
  11. შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები ნოტარიულად დამოწმებული; 
  12. სამეცნიერო სტიპენდიების, ან/და გრანტების, ან/და სხვა პროფესიული აქტივობების დამადასტურებელი ინფორმაცია;
  13. სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი ინფორმაცია; 
  14. დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნების შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  15. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.
  16. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან წარმოდგენილი ცნობა ნასამართლობის შესახებ და ასევე, ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ.
  17. ინგლისური ენის  ცოდნის (არანაკლებ B 2 დონის ) დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).


მიმაგრებული დოკუმენტები:

 

კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა:

2022  წლის 1-ლი მარტიდან  4 მარტის ჩათვლით; მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი #53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახური, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან – 17:00 საათამდე.

კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება: 2022 წლის 7 მარტიდან არაუგვიანეს 11 მარტის ჩათვლით.

კონკურსის შედეგების გამოქვეყნება: არაუგვიანეს 2022 წლის 14 მარტისა.

იხილეთ რექტორის ბრძანება N11-კ და N12-კ აკადემიურ თანამდებობებზე ღია კონკურსის გამოცხადების თაობაზე ცვლილებების შეტანის შესახებ.

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა