2019 წლის 17 ოქტომბერს, ხუთშაბათს, 13:00 საათზე, ქართულ უნივერსიტეტში, წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ისტორიის კლუბის „ოქროს საწმისი“ პრეზენტაცია.
15 ოქტომბერს, სამშაბათს, 13:00 საათზე ფილოლოგიის დოქტორი ლევან ბებურიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე – ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი“ - ტრადიციული და თანამედროვე ინტერპრეტაციები.
2019 წლის 16 ოქტომბერს 13:00 საათზე, წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში (IV სართული), ჩატარდება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართველოლოგიის ცენტრის XII სამეცნიერო კონფერენცია „მერაბ კოსტავა - 80“.
2019 წლის 8 ოქტომბერს, სამშაბათს, 12:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება დიდი ქართველი პოეტის გიორგი ლეონიძის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია.