2019 წლის 24 მაისს, პარასკევს, 13:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, წმიდა მეფის დავით აღმაშენებლის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართება დისკუსია თემაზე „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა. პარალელები და პერსპექტივა (1918, 1991 წლები და თანამედროვე გამოწვევები)“.
27 მაისს, 11:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ვიქტორინა სახელწოდებით "ელინოფილობა", რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ფილოლოგიის პროგრამის II კურსის სტუდენტები.
2019 წლის 22 მაისს, 12:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში კომპანია KMS Georgia "Key Management Solutions“ გამართავს საინფორმაციო შეხვედრას სტუდენტებთან.
24 მაისს, 12:00 საათზე, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა პლაგიატის არსისა და მისი თავიდან არიდების შესახებ
23 მაისს, 13:00 საათზე, სამედიცინო კორპორაცია "ევექსის" სტუდენტური პროგრამის ფარგლებში, წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება პრაქტიკული სემინარი: "მიზნის მიღწევის ტექნიკები". სემინარს გაუძღვება PR აკადემიის დამფუძნებელი და დირექტორი, საჯარო მმართველობის დოქტორი ნათია გოცაძე.
ლიტვაში მოღვაწე ქართველი მღვდელი, მეცნიერი მამა იოსებ ზეთეიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა საქართველოს ისტორიის ჭრილში"
21 მაისს, 14:00 საათზე ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საქართველოს ეროვნული გმირების – ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენცია.
2019 წლის 20 მაისს, 13:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება პროფესორ რევაზ ლორთქიფანიძის საჯარო ლექცია