„აღმოაჩინე შენი პროფესია“ – ეს არის SANGU-ს ინიციატივა, რომელიც გაძლევთ შანსს, გაიცნოთ სამართლის სფეროს პროფესიონალი, მოისმინოთ მისი გამოცდილება და მიიღოთ პრაქტიკული რჩევები თქვენი მომავალი კარიერისთვის.
21 თებერვალს, 16:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში შეხვდი პროფესორ ევა გოცირიძეს – სამართლის დოქტორს, SANGU-ში სამართლის საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვანელს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს.
შეხვედრის თემატიკა:
სპიკერი:
ევა გოცირიძე – სამართლის დოქტორი, პროფესორი, SANGU-ში სამართლის საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვანელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე.
შეხვედრა განკუთვნილია IX-XII კლასის მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სამართლის მიმართულებით.
დასწრება უფასოა, თუმცა საჭიროა რეგისტრაცია!
რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა.