მენიუ

ევროპის ახალგაზრდული საქმიანობის მეოთხე კონვენციის დელეგატი

ევროპის ახალგაზრდული საქმიანობის მეოთხე კონვენციაზე საქართველოს უნივერსიტეტების წარმომადგენელი დელეგატი სანგუს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი, ნიკოლოზ კოკაია იქნება

საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ხელშეწყობით, ევროპის ახალგაზრდული საქმიანობის მეოთხე კონვენციაზე საქართველოს უნივერსიტეტების წარმომადგენელი დელეგატი სანგუს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი, ნიკოლოზ კოკაია იქნება.

ევროპული ახალგაზრდული მუშაობის კონვენცია (EYWC) ახალგაზრდულ მუშაობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდული პოლიტიკის, ინკლუზიურობისა და პროფესიული განვითარების საკითხების განხილვას. ღონისძიება შეკრებს ახალგაზრდული ორგანიზაციების, სახელმწიფო სტრუქტურების, განათლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს მთელი ევროპიდან.

კონვენციას უმასპინძლებს მალტის ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტო (Agenzija Zghazagh) და ევროკავშირის პროგრამების სააგენტო (EUPA), მალტის ახალგაზრდობის საკითხებში პასუხისმგებელ სამინისტროსთან თანამშრომლობით. ღონისძიება გაიმართება 2025 წლის 27-30 მაისს, მალტაში.

ნიკოლოზ კოკაიას კონვენციაში მონაწილეობა სანგუსა და მისი სტუდენტური თვითმმართველობის საერთაშორისო თანამშრომლობისა და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

SANGU წარმატებებს უსურვებს ნიკოლოზს ამ საპასუხისმგებლო მისიაში.

 

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა