SANGU-სა და Silknet-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით, SANGU-სა და საქართველოს ერთ-ერთ წამყვან სატელეკომუნიკაციო კომპანია Silknet-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია მხარეთა შორის სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს:
- სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების პროფესიულ განვითარებასა და დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას;
- თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებთან განათლების სფეროს უფრო მჭიდრო დაკავშირებას;
- ინოვაციური და პრაქტიკული სწავლების ხელშეწყობას;
- კერძო და აკადემიურ სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.
მემორანდუმის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ შემდეგ ძირითად მიმართულებებზე:
- საგანმანათლებლო აქტივობები: ერთობლივი ტრენინგების, სემინარების, ვორქშოფებისა და პანელური დისკუსიების ორგანიზება, რომელიც სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას უფრო პრაქტიკული ცოდნა და უნარები შეიძინონ.
- ინოვაციური ინიციატივები: კონკურსების, ჰაკათონების, იდეათონებისა და მასტერკლასების ორგანიზება, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენას და მათი კრეატიული პოტენციალის განვითარებას.
- დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობა: Silknet აქტიურად მიიღებს მონაწილეობას უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმებში და შესთავაზებს სტუდენტებს სტაჟირების პროგრამებს, რაც გაზრდის მათ შანსებს რეალურ სამუშაო გარემოში პროფესიული გამოცდილების მიღებაზე.
- რეკრუტინგის მხარდაჭერა: კომპანიის მხრიდან ახალი კადრების საჭიროების შემთხვევაში, SANGU უზრუნველყოფს შესაბამისი პოტენციური კანდიდატების შერჩევასა და რეკომენდაციას.
- ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება: მხარეები ითანამშრომლებენ სასწავლო პროგრამების სრულყოფის მიზნით, რათა ისინი მაქსიმალურად დაუახლოვდეს თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს და გაზარდოს კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობა.