მენიუ

აკადემიკოს შოთა ნადირაშვილის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

16 აპრილს სანგუში გაიმართება ცნობილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს შოთა ნადირაშვილის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.

აკადემიკოს შოთა ნადირაშვილის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2026 წლის 16 აპრილს 10:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება ცნობილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს შოთა ნადირაშვილის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენცია ორგანიზებულია საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის და საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის თანამშრომლობით.

ღონისძიება გააერთიანებს ქართველ და საერთაშორისო მკვლევრებს და მოიცავს მრავალფეროვან მოხსენებებს ფსიქოლოგიის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის განწყობის თეორიის, გეშტალტ თერაპიის, მეტაკოგნიტური პროცესებისა და თანამედროვე ნეირომეცნიერული კვლევების აქტუალური საკითხების შესახებ.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართება პლენარული და თემატური სესიები, სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული კვლევები. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ დისკუსიებში და გაუზიარონ ერთმანეთს პროფესიული გამოცდილება.

დღის ბოლოს დაგეგმილია დაჯილდოების ცერემონიალი, რომლის ფარგლებში ფსიქოთერაპიის მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდებიან კონფერენციაში მონაწილე იტალიელი სტუმრები: პროფესორი რაფაელე სპერანდეო - ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, ქცევითი მეცნიერებების დოქტორი, ბაზილიკატის უნივერსიტეტის პროფესორი (UNIBAS), F.I.S.I.G.-ის სრული პროფესორი და SIPGI-ის დირექტორი; ლუჩია ლუჩიანა მოსკა - ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, მუსიკათერაპევტი და პედაგოგი, Phenomena HUB APS-ის მკვლევარი, ISM მოზარდთა სერვისის კლინიკური მენეჯერი და SIPGI-ის პედაგოგი.

კონფერენცია წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას აკადემიურ და პროფესიულ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის და ხელს უწყობს ფსიქოლოგიის მეცნიერებაში თანამედროვე ცოდნის განვითარებას.

კონფერენციის პროგრამა

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა