2026 წლის 20 აპრილს სანგუში დაიწყო პროფესორ რომან სტრასერის საჯარო ლექციების ციკლი თემაზე „როგორ მუშაობს ევროკავშირი?“.
ლექციები გაიმართება 20, 21 და 22 აპრილს და მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ევროკავშირის შექმნა და განვითარება, ევროპარლამენტის მუშაობის სპეციფიკა და ევროპული კანონმდებლობის ფორმირების პროცესი.
პროფესორ რომან სტრასერს ევროპარლამენტში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ლექციების ფარგლებში სტუდენტებს უზიარებს პრაქტიკულ ცოდნასა და ხედვებს ევროპული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ.