მენიუ

ევროპის ინოვაციის აკადემიის ახალი პროექტი

ევროპის ინოვაციის აკადემია ბათუმში იწყებს ახალ პროექტს, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტი და აშშ-ის ბაზარზე წვდომის ცენტრი (USMAC) მასპინძლობენ.

ევროპის ინოვაციის აკადემია ბათუმში იწყებს ახალ პროექტს, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტი და აშშ-ის ბაზარზე წვდომის ცენტრი (USMAC) მასპინძლობენ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, USAID-
ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და სხვადასხვა კერძო დონორი ორგანიზაციის პარტნიორობით ევროპის ინოვაციების აკადემია (EIA) ქალაქ ბათუმში ახალ პროექტს იწყებს.

EIA-ს პროექტი, რომლის მასპინძლები არიან კავკასიის უნივერსიტეტი, აშშ-ის ბაზარზე წვდომის ცენტრი (USMAC) და Startup Grind Tbilisi, 2022 წლის სექტემბერში განხორციელდება. პროექტი ითვალისწინებს „ინოვაციის და მეწარმეობის ლიდერობის ბუტკემპის (ბანაკი)“ დაარსებას, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს, მათ შორის 100 ქართველ სტუდენტს, გააერთიანებს. აღსანიშნავია, რომ ბუტკემპში სასწავლო პროცესს კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის სუტარჯას მეწარმეობის და ტექნოლოგიის ცენტრის ფაკულტეტის და სილიკონის ველის სხვადასხვა წამყვანი ორგანიზაციების ხელმძღვანელობის წარმომადგენლები ინგლისურ ენაზე წარმართავენ.

EIA-ს პროგრამა განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომლებსაც სტუდენტის აქტიური სტატუსი აქვთ (ან უმაღლეს საგანმანათლებლო საფეხურზე სწავლება დაასრულეს მიმდინარე წელს), დაინტერესებულნი არიან, შეისწავლონ მეწარმეობა და განიხილავენ ამ მიმართულებით კარიერის გაგრძელებას.

მნიშვნელოვანია, რომ EIA-ს პროგრამა ქართველ სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, იმუშაონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებისგან დაკომპლექტებულ ინტერკულტურულ გუნდებთან ერთად და
შეიძინონ ცოდნა და გამოცდილება, რაც მათ იდეების წარმატებულ სტარტაპებად გარდაქმნაში დაეხმარება.

EIA-ს პროგრამა დააჩქარებს საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ფორმირებას და სისტემატური ტრენინგებისა და პრაქტიკული სამეწარმეო განათლების ხარისხის
გაუმჯობესებას, რაც მომავალი თაობის მეწარმეთა მხარდაჭერის მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, EIA პროგრამის საქართველოში დანერგვა და მისი განხორციელება, წამყვან საერთაშორისო ბიზნეს კომპანიებთან თანამშრომლობით, ხელს შეუწყობს საქართველოს, კერძოდ, ბათუმის სამეწარმეო და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ცნობადობის ამაღლებას.

აღნიშნული პროგრამის განხორციელება მომავალ წელსაც არის გათვალისწინებული. კერძოდ, 2023 წლის ზაფხულში, EIA გეგმავს განახლებული, მრავალკვირიანი პროგრამის განხორციელებას სამასი ქართველი, ევროპელი და
ცენტრალური აზიის ქვეყნების სტუდენტებისთვის. პროგრამაში ჩართული იქნებიან: კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის ფაკულტეტი, სტენფორდის უნივერსიტეტი და ისეთი ცნობილი ორგანიზაციები, როგორებიცაა – Google,
Facebook, nVidia.

სამომავლოდ EIA გეგმავს პროექტის მასშტაბების გაფართოებასა და მონაწილე სტუდენტთა რაოდენობის გაზრდას.

ევროპის ინოვაციის აკადემია (EIA) წარმოადგენს მსოფლიოს უმსხვილეს სამეწარმეო პროგრამას სტუდენტებისთვის. 2013 წელს, მას შემდეგ, რაც პირველი პროგრამა განხორციელდა, EIA-მ განათლების მიღების შესაძლებლობა ოთხმოცდახუთი ქვეყნის 17,000 სტუდენტს მისცა.

EIA-ს პროგრამა მეწარმეობის დარგის სწავლების მიმართულებით, თავისი
შინაარსით, სტრუქტურით, და მიდგომებით, უნიკალურია. აღნიშნული პროგრამა შემუშავებულია კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის, სტენფორდის უნივერსიტეტის პედაგოგების, ასევე Google-ის, Facebook-ის და სილიკონის ველის სხვა წამყვანი ორგანიზაციების ხელმძღვანელობის მხარდაჭერით. 2018 წელს, გაზეთმა „Financial Times“-მა (ლონდონი) EIA „ევროპის 100 ყველაზე მნიშვნელოვანი ციფრული პიონერის“ სიაში შეიყვანა.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ მოცემული ფორმა შემდეგ ბმულზე:
https://forms.gle/82EA3WXtH3QJxBmp8

გააზიარე

შეთავაზება SANGU-ს კურსდამთავრებულებს

თუ საბაკალავრო საფეხური SANGU-ში დაამთავრე და ახლა სამაგისტრო პროგრამაზე გეგმავ სწავლის გაგრძელებას, ეს შეთავაზება შენთვისაა
Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა