მენიუ

რეგისტრაცია და საბუთების მიღება მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე

რეგისტრაცია (საბუთების მიღება) იწარმოებს 30 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით (10:00-17:00 სთ.) უნივერსიტეტის პირველ კორპუსში.

ცხადდება რეგისტრაცია და საბუთების მიღება მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამის შემდეგ საგნობრივ მიმართულებებზე:

  • ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური)
  • ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • მათემატიკა (დაწყებითი საფეხური)
  • მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)
  •  ქიმია (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური)
  • გეოგრაფია (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • სამოქალაქო განათლება (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
  • მუსიკა

 

შეგახსენებთ, #SANGU-ს არაჩვეულებრივ შეთავაზებას:

  • სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ადგილების გარდა, SANGU სწავლის წლიური საფასურის 2250 ლარის 40%–ს დაუფინანსებს მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე მოხვედრილ ყველა მსმენელს!

 

პროგრამაზე მიღების ადმინისტრირების ვადები:

  • რეგისტრაცია (საბუთების მიღება) იწარმოებს 30 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით ყოველდღე, გარდა კვირა დღისა (ორშაბათი-პარასკევი 10:00-17:00 სთ., შაბათი 10:00-15:00 სთ.) უნივერსიტეტის პირველ კორპუსში.
  • კონკურსანთან გასაუბრება: 1-19 სექტემბერი;
  • გასაუბრების შედეგების გამოცადება: 21-27 სექტემბერი;
    • ხელშეკრულების გაფორმება პროგრამაზე ჩასარიცხ პირებთან - 25-30 სექტემბერი;
  • რანჟირების ბრძანების გამოცემა - 5 ოქტომბერი;
  • ჩარიცხვის ბრძანების გამოცემა - 6 ოქტომბერი.



რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
  • ფოტოსურათი (3X4) CD დისკზე;
  • ბაკალავრის ან მაგისტრის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;
  • ცნობა მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდის ჩაბარების შესახებ გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრიდან (იმ კანდიდატებს, რომლებსაც გამოცდა ჩაბარებული აქვთ 2023 წელს, შეუძლიათ ცნობის მაგივრად წარმოადგინონ საგამოცდო ბარათი);
  • სამხედრო აღრიცხვის ბარათის ასლი (ვაჟებისთვის).


საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 577 31 55 94


რეგისტრაციასთან (საბუთების მიღებასთან) დაკავშირებით ნებისმიერ საკითხზე დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 599 90 11 22 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: teachers2023@sangu.edu.ge

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა