მენიუ

დასაქმების ფორუმი - 2024

დასაქმების ფორუმში როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში არსებული ორგანიზაციები მონაწილეობდნენ

8 ოქტომბერს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართა, სადაც სამსახურის მაძიებელ ან მისი ცვლილებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ 30-მდე კომპანიის მიერ შეთავაზებულ ვაკანტურ პოზიციებს გასცნობოდნენ.

დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყვნენ როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში არსებული ორგანიზაციები. მონაწილეებს ჰქონდათ უნიკალური შესაძლებლობა, ადგილზე
გასცნობოდნენ კომპანიების მიერ შემოთავაზებულ ვაკანსიებს, პოტენციური დამსაქმებლებისთვის დაესვათ კითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები.

SANGU-ს დასაქმების ფორუმი 2019 წლიდან ყოველ წელს ტარდება და მისი მიზანი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დამსაქმებლებთან დაკავშირება და მათი დასაქმების ხელშეწყობაა. აღსანიშნავია, რომ ყოველი ფორუმის შემდეგ 20-30 სტუდენტი საქმდება.

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა