მენიუ

ბატონი გურამ გოგიშვილი საპატიო სიგელით დაჯილდოვდა

უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და 80 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრის ხელმძღვანელი გურამ გოგიშვილი დაჯილდოვდა საპატიო სიგელით.

საპატიო სიგელი გურამ გოგიშვილს – 80 წლის იუბილე და მრავალწლიანი სამეცნიერო მოღვაწეობა

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის, უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და 80 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრის ხელმძღვანელი გურამ გოგიშვილი დაჯილდოვდა საპატიო სიგელით.

სიგელი მას გადასცა უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა ირაკლი ბრაჭულმა.

უნივერსიტეტი გულწრფელ მადლობას უხდის ბატონ გურამ მისი თავდადებული საქმიანობისთვის. მისი ღვაწლი განსაკუთრებულად ფასეულია მომავალ თაობათა განათლების გზაზე. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებასა და შთაგონებას მომავალშიც.

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა