მთარგმნელობისა და თარჯიმნობის მიმართულებით პროფესიული განვითარებით დაინტერესებულ პირებს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი სთავაზობს უმაღლესი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს თარგმნის სფეროში პრაქტიკული უნარებისა და თეორიული ცოდნის გაძლიერებას.
მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა 2011 წლიდან წარმატებით მოქმედებს ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით და გამოირჩევა სინქრონული თარგმნისთვის განკუთვნილი თანამედროვე აუდიტორიითა და მრავალფეროვანი სასწავლო მოდულებით.
• თარგმანის თეორია
• წერილობითი და ზეპირი თარგმანი
• სინქრონული თარგმანი
• ქართულ ენაში პრაქტიკული სტილისტიკა
• მეორე უცხო ენა
• დარგობრივი თარგმანები
• არჩევითი კურსები: კულტურათშორისი კომუნიკაცია, ლიტერატურული თარგმანი
დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ II, III და IV სემესტრიან მოდულებს. შესაძლებელია ასევე I სემესტრიანი მოდულის შერჩევა ორი ან სამი არჩევითი კურსით.
სემესტრის ღირებულება: 1400 ლარი
რეგისტრაციის ვადა: 2024 წლის 21 ივნისი
გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ შემდეგი დოკუმენტები ელ. ფოსტაზე hisit@sangu.edu.ge:
შერჩევა მოიცავს წერით ტესტებს ქართულ და უცხო ენაში და ზეპირ გასაუბრებას. C1 დონის მქონე აპლიკანტები თავისუფლდებიან წერითი ტესტისგან.
22 ივნისი, 12:00 | აუდიტორია N04
29 ივნისი, შაბათი | 12:00 — წერითი გამოცდა (ინგლისური ენა)
30 ივნისი, კვირა | 12:00 — წერითი ტესტი (ქართული ენა)
30 ივნისი, კვირა | 14:00 — ზეპირი გასაუბრება (ინგლისური ენა)
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: sangu.edu.ge/content/hisit