Mercatorum University
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მოკლევადიანი მობილისათვის. მობილობა ხორციელდება Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, იტალიურ პარტნიორ უნივერსიტეტში/Mercatorum University, რომელიც სრულად ფინანსდება Erasmus+ პროგრამის მიერ, პარტნიორი უნივერსიტეტის მხრიდან.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია კომპიუტერული მეცნიერების, კიბერუსაფრთხოების, ბიზნესის ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამების აკადემიურ პერსონალს.
მობილობა გულისხმობს მასპინძელ უნივერსიტეტში, ლექციების ჩატარებას (8 საათი), წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით. მობილობის კონკრეტული პერიოდის შერჩევა და სალექციო თემატიკის შეთანხმება მოხდება მასპინძელ უნივერსიტეტთან. მობილობის პერიოდი მოიცავს 7 დღეს, საიდანაც ხუთი დღის მანძილზე იგეგმება ლექციების ჩატარება და დაინტერესების შემთხვევაში სხვა შეხვედრები უნივერსიტეტის პერსონალთან, ხოლო ორი დღე განსაზღვრულია მგზავრობისათვის. საბუთების მიღების/რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2026 წლის 8 მაისი.
რეგისტრაციის ბმული
მოთხოვნილი საბუთები:
- პირადობის დამადასტურებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტის - პასპორტის (მისი არარსებობის შემთხვევაში, პირადობის მოწობის) ასლი (pdf ვერსია);
- CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე (pdf ვერსია);
- ცნობა უნივერსიტეტიდან აკადემიური თანამდებობის დაკავების შესახებ (უცხო ენაზე, pdf ვერსია);
- მოტივაცია/სამოქმედო გეგმა (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა), სადაც წარმოდგენილი უნდა იყოს:
- მობილობის მიზანი;
- სალექციო თემატიკა და შინაარსი;
- მოსალოდნელი შედეგები და გავლენა (როგორც პროფესიული განვითარების ასევე სტუდენტების კომპეტენციების განვითარების კუთხით);
- მიღებული გამოცდილების გამოყენებისა და გაზიარების პერსპექტივა;
- სავარაუდო შეხვედრებისათვის საინტერესო საკითხების ჩამონათვალი.
- ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი (საერთაშორისოდ აღიარებული სერთიფიკაცი/უნივერსიტეტის ენების ცენტრის მიერ გაცემული B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილების (არანაკლებ 1 წელი) დამადასტურებელი დოკუმენტი/ ინგლისურ ენაზე სწავლის (არანაკლებ 1 წელი) დამადასტურებელი დოკუმენტი);
- აკადემიური და/ან პროფესიული რეკომენდაცია შესაბამისი სკოლიდან/პროგრამის ხელმძღვანელისგან (pdf ვერსია);
- სსსმ/შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობა/დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში, pdf ვერსია).
შერჩევის პროცედურა:
- საბუთების გადარჩევა და შეფასება კომისიის მიერ;
- გასაუბრება კომისიის წინაშე;
- შერჩეული კანდიდატები ნომინირებული იქნებიან მასპინძელ უნივერსიტეტში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: iro@sangu.edu.ge
ნეაპოლის უნივერსიტეტი (The University of Naples L'Orientale)
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მოკლევადიანი მობილისათვის. მობილობა ხორციელდება Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, იტალიურ პარტნიორ უნივერსიტეტში (ნეაპოლის უნივერსიტეტში) რომელიც სრულად ფინანსდება Erasmus+ პროგრამის მიერ, პარტნიორი უნივერსიტეტის მხრიდან.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართული ფილოლოგიის, ისტორიის, საქართველოს ისტორიის საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიურ პერსონალს. მობილობა გულისხმობს მასპინძელ უნივერსიტეტში, ლექციების ჩატარებას (8-9 საათი), წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით.
მობილობის კონკრეტული პერიოდის შერჩევა და სალექციო თემატიკის შეთანხმება მოხდება მასპინძელ უნივერსიტეტთან. მობილობის პერიოდი მოიცავს 7-10 დღეს, საიდანაც ხუთი-რვა დღის მანძილზე იგეგმება ლექციების ჩატარება და დაინტერესების შემთხვევაში სხვა შეხვედრები უნივერსიტეტის პერსონალთან, ხოლო ორი დღე განსაზღვრულია მგზავრობისათვის. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 15 მაისი.
რეგისტრაციის ბმული
მოთხოვნილი საბუთები:
- პირადობის დამადასტურებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტის - პასპორტის (მისი არარსებობის შემთხვევაში, პირადობის მოწმობის) ასლი (pdf ვერსია);
- CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე (pdf ვერსია);
- ცნობა უნივერსიტეტიდან აკადემიური თანამდებობის დაკავების შესახებ (უცხო ენაზე, pdf ვერსია);
- მოტივაცია/სამოქმედო გეგმა (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა), სადაც წარმოდგენილი უნდა იყოს:
- მობილობის მიზანი;
- სალექციო თემატიკა და შინაარსი;
- მოსალოდნელი შედეგები და გავლენა (როგორც პროფესიული განვითარების ასევე სტუდენტების კომპეტენციების განვითარების კუთხით);
- მიღებული გამოცდილების გამოყენებისა და გაზიარების პერსპექტივა;
- სავარაუდო შეხვედრებისათვის საინტერესო საკითხების ჩამონათვალი;
- ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი (საერთაშორისოდ აღიარებული სერთიფიკაცი/უნივერსიტეტის ენების ცენტრის მიერ გაცემული B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი/ ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილების (არანაკლებ 1 წელი) დამადასტურებელი დოკუმენტი/ ინგლისურ ენაზე სწავლის (არანაკლებ 1 წელი) დამადასტურებელი დოკუმენტი);
- აკადემიური და/ან პროფესიული რეკომენდაცია შესაბამისი სკოლიდან/პროგრამის ხელმძღვანელისგან (pdf ვერსია);
- სსსმ/შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობა/დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში, pdf ვერსია).
შერჩევის პროცედურა:
- საბუთების გადარჩევა და შეფასება კომისიის მიერ;
- გასაუბრება კომისიის წინაშე;
- შერჩეული კანდიდატები ნომინირებული იქნებიან მასპინძელ უნივერსიტეტში და შემდგომი პროცედურების წარმართვა მოხდება მიმღები უნივერსიტეტის მხრიდან.
დამატებითი ინფორმაციისა და კითხვებისათვის გამოიყენეთ შემდეგი ელ. ფოსტა: iro@sangu.edu.ge