საინფორმაციო შეხვედრა პლაგიატის აღმოჩენის რეკომენდაციების შესახებ
21 მაისი 2021
21 მაისს, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსმა, დოქტორმა ჯაბა მესხიშვილმა პლაგიატის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
2021 წლის 21 მაისს, 14:00 საათზე, ქართულ უნივერსიტეტში, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსმა, დოქტორმა ჯაბა მესხიშვილმა პლაგიატის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრის დროს განხილული იყო, პლაგიატის არსი, პლაგიატის არიდების ხერხები და უნივერსიტეტში დანერგილი პლაგიატის აღმომჩენი კომპიუტერული სისტემის მუშაობის პრინციპები. შეხვედრის ბოლოს სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს, დოქტორმა ჯაბა მესხიშვილმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ლევან ჯიქიამ, ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა, პროფესორმა ლევან ქისტაურმა და ამავე სკოლის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა ნინო დამენიამ.
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი დაჩი მხეიძე 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრს ბრნოს ტექნოლოგ...
წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული მეცნიერებისა და ფილოსოფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვ...