სტუდენტური თვითმმართველობის ლაშქრობა-ექსკურსიების დეპარტამენტის ორგანიზებით მოეწყო საუნივერსიტეტო ტური ჩარგალში
16 აპრილს SANGU-ს სტუდენტური თვითმმართველობის ლაშქრობა-ექსკურსიების დეპარტამენტის ორგანიზებით მოეწყო საუნივერსიტეტო ტური ჩარგალში.
სტუდენტებმა გიდის თანხლებით მოინახულეს ანანურის სამონასტრო კომპლექსი და ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი, ბოლოს კი გამართეს საერთო პიკნიკი, სადაც დრო სასიამოვნოდ გაატარეს, ითამაშეს სხვადასხვა გასართობი თამაშები, წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები.
ექსკურსიის მიზანი სტუდენტთა დაახლოება და უკეთ გაცნობა იყო.
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი დაჩი მხეიძე 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრს ბრნოს ტექნოლოგ...
წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული მეცნიერებისა და ფილოსოფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვ...