ცხადდება რიგგარეშე მობილობა "სასწავლო უნივერსიტეტ მილენიუმის" სტუდენტებისათვის
SANGU-ს სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, უნივერსიტეტ მილენიუმიდან მობილობით გადმოსული სტუდენტებისთვის სწავლის საფასური იქნება 1200 ლარიSANGU-ს სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, სასწავლო უნივერსიტეტ მილენიუმიდან მობილობით გადმოსული სტუდენტებისთვის სწავლის წლიური საფასური იქნება 1200 ლარი.
გამოცხადებული ადგილების რაოდენობა:
| საგანმანათლებლო პროგრამა |
აკადემიური საფეხური |
გამოსაცხადებელი ადგილების რაოდენობა |
| ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა |
||
| საერთაშორისო ურთიერთობები | ბაკალავრიატი | 74 |
| სამართალი | 153 | |
| ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა |
||
| ბიზნესის ადმინისტრირება | ბაკალავრიატი | 243 |
| ტურიზმის ბიზნესი | 43 | |
| კომპიუტერული მეცნიერება | 28 | |
რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:
- მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) - 2022 წლის 18 ივლისი - 5 აგვისტო
- აღიარების კომისიების მუშაობა და დასკვნების მომზადება - 2022 წლის 19 ივლისი - 8 აგვისტო.
- სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი დადასტურება - 2021 წლის 20 ივლისი - 9 აგვისტო.
- სკოლების მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მოსამზადებლად - 2022 წლის 10 აგვისტო.
- მობილობის ფარგლებში გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა მართვის სისტემაში - არაუგვიანეს 2022 წლის 12 აგვისტოსი.
რიგგარეშე მობილობის წესით გადმოსვლის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
- განცხადება და ანკეტა (შემოთავაზებული ფორმით);
- ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის ასლი;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
- სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
- სურათი CD დისკზე;
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების (არსებობის შემთხვევაში) სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
მსგავსი სიახლეები
საჯარო ლექცია: „ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტი"
9 ოქტომბერს, 12:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში Universitas Mercatorum-ის ლექტორი მარია მენშიკოვა გამართავს საჯარო ლექციას თემაზე:...
07 ოქტომბერი 2026
შეხვედრა McDonald’s Georgia-ს წარმომადგენლებთან
13 ოქტომბერს, 15:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება შეხვედრა McDonald’s Georgia-ს წარმომადგე...
07 ოქტომბერი 2026
WELCOME PARTY 2026
2026 წლის 8 ოქტომბერს, 18:00 საათზე, რესტორან „ოტიუმში“ გაიმართება პირველკურსელთა წვეულება WELCOME PARTY.
29 სექტემბერი 2026
