SANGU-სა და „CYSEC“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
დოკუმენტს ხელი მოაწერეს SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა და „CYSEC“-ის დირექტორმა ანდრია გოცირიძემ
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია "კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევით ცენტრ CYSEC-ს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
აღნიშნულ დოკუმენტს ხელი მოაწერეს SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა და „CYSEC“-ის დირექტორმა ანდრია გოცირიძემ.
მემორანდუმის მიზანია მხარეთა ეფექტური და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა, სტუდენტთა თეორიული და პრაქტიკული სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.
„CYSEC“-ი უზრუნველყოფს უნივერსიტეტის მიერ წარგზავნილი სტუდენტების ჩართულობას მათ მიერ ორგანიზებულ პროექტებში; შიდა კონკურსის წესით შერჩეულ სტუდენტთა მონაწილეობას ადგილობრივ და საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციებში; ჩართულობას სტაჟირების პროგრამებში როგორც საქართველოში, ასევე, უცხოეთში; სტუდენტების დასწრებას ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ისეთი ტიპის ღონისძიებებზე, რომლებზეც მოწვეული იქნებიან კიბერუსაფრთხოების, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები და სხვა სტუმრები.
SANGU, თავის მხრივ, კოორდინაციას გაუწევს უნივერსიტეტისა და ორგანიზაციის მიერ ერთობლივად დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზებას, განხორციელებას და მათი ფართო საზოგადოებისათვის გაცნობას.
მსგავსი სიახლეები
ტრენინგი საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო კურსის სილაბუსის შემუშავებისა და შეფასების მეთოდოლოგია
საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრები მიეძღვნა საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების სილაბუსების დაგეგმვის, შემუშავებისა და შეფასების აქტუალურ საკითხებს.
ვორკშოპი დოქტორანტებისთვის „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“
სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით დოქტორანტებისთვის გაიმართა ვორკშოპი თემაზე „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“.
