კიბერუსაფრთხოების სტუდენტები კომპანია Altafiber-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ
24 ოქტომბერი 2025
ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტში ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა მოინახულეს კომპანია Altafiber-ის ოფისი, სადაც ადგილზე გაეცნენ კომპანიის საქმიანობას, ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას და მონაცემთა დაცვის სისტემებს.
კიბერუსაფრთხოების სტუდენტები კომპანია Altafiber-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ
ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტში ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა მოინახულეს კომპანია Altafiber-ის ოფისი, სადაც ადგილზე გაეცნენ კომპანიის საქმიანობას, ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას და მონაცემთა დაცვის სისტემებს. სტუდენტებმა გაიგეს, როგორ უზრუნველყოფს კომპანია რეგიონში თანამედროვე კომუნიკაციურ გადაწყვეტილებებსა და საიმედო კავშირს, ასევე რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს კიბერუსაფრთხოებას მომხმარებელთა მონაცემების დაცვასა და ქსელის სტაბილურობის შენარჩუნებაში.
SANGU განსაკუთრებულ მადლობას უხდის altafiber-ის გუნდს თბილი მასპინძლობისა და შთამაგონებელი პროფესიული დისკუსიისთვის.
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი დაჩი მხეიძე 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრს ბრნოს ტექნოლოგ...
წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული მეცნიერებისა და ფილოსოფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვ...