შეხვედრა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლებთან
28 ოქტომბერს SANGU-ს დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) წარმომადგენლებთან.
SANGU-მ და საქსტატმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
28 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში (SANGU) დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) წარმომადგენლებთან.
შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისთვის საჯარო სექტორში კარიერული შესაძლებლობების გაცნობა და უნივერსიტეტსა და საქსტატს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.
შეხვედრის დასასრულს მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ და უნივერსიტეტის რექტორმა ირაკლი ბრაჭულმა.
მემორანდუმის ფარგლებში, სანგუს სტუდენტები სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში გაივლიან სასწავლო პრაქტიკას, რაც მათ ცოდნის გაღრმავებაში და პრაქტიკული უნარების განვითარებაში დაეხმარება.
მემორანდუმის მიზანია მხარეების ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეუწყოს სტუდენტთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას.
მსგავსი სიახლეები
ტრენინგი საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო კურსის სილაბუსის შემუშავებისა და შეფასების მეთოდოლოგია
საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრები მიეძღვნა საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების სილაბუსების დაგეგმვის, შემუშავებისა და შეფასების აქტუალურ საკითხებს.
ვორკშოპი დოქტორანტებისთვის „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“
სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით დოქტორანტებისთვის გაიმართა ვორკშოპი თემაზე „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“.
