გადასვლა ძირითად შიგთავსზე
მენიუ

ახალგაზრდულ მოძრაობა „დავითიანნთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

22 ოქტომბერი 2026

22 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, ახალგაზრდულ მოძრაობა „დავითიანნთან“ შეხვედრა და მემორანდუმის გაფორმება გაიმართა.
ახალგაზრდულ მოძრაობა „დავითიანნთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

22 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ წარმომადგენლებმა სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ ორგანიზაციის საქმიანობას, დაგეგმილ პროექტებსა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს. საუბარი შეეხო ინტელექტუალურ და შემოქმედებით ოლიმპიადა-კონკურსებს, ისტორიულ და კულტურულ პროექტებს, საქველმოქმედო და მოხალისეობრივ საქმიანობას, სტუდენტური ინიციატივებისა და კლუბების მხარდაჭერას, ასევე სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობას.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო „დავითიანნის“ მიერ დაგეგმილი აქტივობების ფორმატები, მონაწილეობის პირობები და შეფასების პრინციპები. სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებაც, თუ როგორ შეძლებენ სხვადასხვა პროექტსა და ინიციატივაში ჩართვას.

შეხვედრის ფარგლებში უნივერსიტეტსა და საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდულ მოძრაობა „დავითიანნს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის რექტორმა ირაკლი ბრაჭულმა და „დავითიანნის“ პრეზიდენტმა კოტე სვანაძემ.

მემორანდუმი ითვალისწინებს სტუდენტების ჩართულობისა და მიღწევების წახალისებას. „დავითიანნის“ მიერ ორგანიზებულ აქტივობებში დადასტურებული მონაწილეობა და მიღწევები შესაბამისი ქულებით გათვალისწინებული იქნება უნივერსიტეტის სტიპენდიის კანდიდატთა შერჩევის პროცესში.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრა

საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრა

21 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
SANGU-ს პროფესორების სამუშაო ვიზიტი Università Mercatorum-ში

SANGU-ს პროფესორების სამუშაო ვიზიტი Università Mercatorum-ში

Erasmus+ Staff Training Mobility-ის ფარგლებში SANGU-ს სამი პროფესორი, სამართლის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებებიდან, ერთკვირიანი...
ქართული ფილოლოგიის მაგისტრანტები სწავლას ნეაპოლის ორენტალეს უნივერსიტეტში გააგრძელებენ

ქართული ფილოლოგიის მაგისტრანტები სწავლას ნეაპოლის ორენტალეს უნივერსიტეტში გააგრძელებენ

ართული ფილოლოგიის პროგრამის ორი სტუდენტი, სალომე შენგელია და ლუდმილა გელაძე, Erasmus+ მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორ იტალიურ უნივერსიტეტში გაემგზავრნენ.

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა