დაჩი მხეიძე სტუდენტური მობილობით ბრნოს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში იმყოფება
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი დაჩი მხეიძე 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრს ბრნოს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ატარებს.
სტუდენტური მობილობა წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტსა და ბრნოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტს შორის გაფორმებული ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება.
მობილობის ფარგლებში დაჩის შესაძლებლობა აქვს ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლოს პარტნიორ უნივერსიტეტში, გაეცნოს საერთაშორისო აკადემიურ გარემოს და მიიღოს გამოცდილება კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით. შეთანხმების საფუძველზე სტუდენტი მასპინძელ უნივერსიტეტში სწავლის საფასურს არ იხდის.
თანამშრომლობა ბრნოს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან
2026 წელს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტსა და ბრნოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც სწავლებისა და კვლევის მიმართულებით გრძელვადიანი ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას ითვალისწინებს.
თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მოიცავს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობას, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და კვლევითი პროექტების განვითარებას, ასევე აკადემიური გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.
პარტნიორობის ფარგლებში, 2026 წლის გაზაფხულზე, წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა ბრნოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, მარკეტინგისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ვიცე-დეკანს, ვიტესლავ ბერანს (Vítězslav Beran). ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება სტუდენტური და აკადემიური მობილობის შესაძლებლობებს დაუთმეს.
დაჩი მხეიძის მობილობა ამ თანამშრომლობის ერთ-ერთი პირველი პრაქტიკული შედეგია და უნივერსიტეტებს შორის სტუდენტური და აკადემიური პარტნიორობის შემდგომი განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.
მსგავსი სიახლეები
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის გუნდმა ქუჩის ფეხბურთის ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა
საქართველოს უნივერსიადა 2026-ის ფარგლებში გამართულ ქუჩის ფეხბურთის ტურნირზე წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა.
პროფესორი ირაკლი ბრაჭული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოქროს მედლით დაჯილდოვდა
წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული მეცნიერებისა და ფილოსოფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვ...
