პროფესორ გიორგი სოსიაშვილის წიგნის წარდგენა
ქართულ უნივერსიტეტშ პროფესორ გიორგი სოსიაშვილის ახალი წიგნის "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კირიონ მეორე ეგზარქოს ვლადიმირის შიდა ქართლში მოგზაურობის შესახებ" წარდგინება გაიმართა2019 წლის 7 მაისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ცნობილი იტორიკოსის და მწერლის, პროფესორ გიორგი სოსიაშვილის ახალი წიგნის "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კირიონ მეორე ეგზარქოს ვლადიმირის შიდა ქართლში მოგზაურობის შესახებ" წარდგინება.
შეხვედრა გახსნა და წიგნის მეცნიერულ ღირებულებებზე ისაუბრა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ.
წიგნის და მისი ავტორის მიერ გაწეულ შრომაზე ვრცლად ისაუბრეს ქართული უნივერსიტეტის პროფესორებმა ვახტანგ გურულმა, ტარიელ ფუტკარაძემ, ლევან ჯიქიამ, გვანცა ბურდულმა, გორის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, პროფესორებმა იოსებ ალიმბარაშვილმა, სოსო ჭუმბურიძემ.
დასასრულს წიგნის ავტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა საზოგადოებას მადლობა მოახსენა წიგნის ავ-კარგზე პირუთვნელი მსჯელობისათვის და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე.
მსგავსი სიახლეები
ტრენინგი საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო კურსის სილაბუსის შემუშავებისა და შეფასების მეთოდოლოგია
საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრები მიეძღვნა საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების სილაბუსების დაგეგმვის, შემუშავებისა და შეფასების აქტუალურ საკითხებს.
ვორკშოპი დოქტორანტებისთვის „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“
სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით დოქტორანტებისთვის გაიმართა ვორკშოპი თემაზე „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“.
