ჰუმანური პედაგოგიკის კლასიკოსის აკადემიკოს შალვა ამონაშვილის საჯარო ლექცია - "ჰუმანური პედაგოგიკის საფუძვლები"
ქართულმა უნივერსიტეტმა პროფესორ შალვა ამონაშვილს უმასპინძლა2019 წლის 23 მაისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა დიდი ქართველი პედაგოგის, ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებლის, აკადემიკოს შალვა ამონაშვილის საჯარო ლექცია: "მასწავლებელი ჰუმანური პედაგოგიკის მთავარი საყრდენია".
ლექციის შემდეგ ქართული უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების მსმენელებს აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა სერთიფიკატები გადასცა.
დასასრულს ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ მადლობა მოახსენა სტუმარს შთამბეჭდავი ლექციისათვის და უნივერსიტეტის სახელით სამახსოვრო საჩუქრები გადასცა მას.
მსგავსი სიახლეები
ტრენინგი საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო კურსის სილაბუსის შემუშავებისა და შეფასების მეთოდოლოგია
საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრები მიეძღვნა საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების სილაბუსების დაგეგმვის, შემუშავებისა და შეფასების აქტუალურ საკითხებს.
29 ივნისი 2026
ვორკშოპი დოქტორანტებისთვის „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“
სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით დოქტორანტებისთვის გაიმართა ვორკშოპი თემაზე „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“.
25 ივნისი 2026
შეხვედრა დოქტორანტებთან სადისერტაციო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის საკითხებზე
სემინარის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია სადისერტაციო ნაშრომის შექმნის ძირითად ეტაპებზე, კვლევის შედეგების ეფექტიანად წარმოჩენის მეთოდებსა და...
24 ივნისი 2026
