საჯარო ლექცია თემაზე: "კაპილატის ბაზარი და ონლაინ ვაჭრობა"
ეკონომიკის ექსპერტმა, პროფესორმა ნიკა შენგელიამ და მოქმედმა გამოცდილმა ტრეიდერმა დავით ღაღანიძემ ეკონომიკის მიმართულების სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართეს30 მაისს ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ორგანიზებით ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში ეკონომიკის ექსპერტმა, პროფესორმა ნიკა შენგელიამ და მოქმედმა გამოცდილმა ტრეიდერმა დავით ღაღანიძემ საჯარო ლექცია გამართეს.
სტუმრებს მიესალმნენ და მადლობა მოახსენეს მობრძანებისთვის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე და ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, პროფესორი ლევან ქისტაური.
ლექციის თემა იყო: „კაპიტალის ბაზარი და ონლაინ ვაჭრობა“. მომხსენებლებმა განიხილეს დღეისათვის აქტუალური თემები: ბირჟები და მათი ფორმირების ისტორია, ბირჟების კლასიფიკაცია, ისაუბრეს საბირჟო ინსტრუმენტების თვისებებზე, საერთაშორისო სავალუტო ფორექსის ბაზრის, მისი მონაწილეებისა და მუშაობის თავისებურებებზე, განიხილეს საბროკერო კომპანიებისა და ბირჟებზე ონლაინ ვაჭრობის საკითები, აუდიტორიას გააცნეს ბირჟაზე მომუშავე ერთ-ერთი სავაჭრო პლათფორმა, ეკონომიკური კალენდარი და მასში მოცემული ინდიკატორები, კაპიტალის ბაზარი და სახელმწიფო რეგულირება.
დასასრულს მომხსენებლებმა უპასუხეს დამსწრეთა შეკითხვებს.
მსგავსი სიახლეები
ახალი სასწავლო წელი დაიწყო
ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს უნივერსიტეტმა პირველკურსელებს უმასპინძლა.
AWS Agentic Football Cup Georgia
22 აგვისტოს წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა AWS Agentic Football Cup Georgia-ს უმასპინძლა, რომელიც AWS User Group Tbilisi-ის ორგანიზებით გაიმართა.
