პროფესორ თამარ გელიტაშვილის საჯარო ლექცია
ფილოლოგიის დოქტორმა თამარ გელიტაშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე - „აკაკის „განთიადი“2019 წლის 5 ივნისს ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში ფილოლოგიის დოქტორმა თამარ გელიტაშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე - „აკაკის „განთიადი“.
მომხსენებელმა ისაუბრა აკაკი წერეთის ლექსის მხატვრული ანალიზის შესახებ, ყურადღება გაამახვილა „განთიადის“ აქამდე ამოუცნობ ქრისტიანულ სახე-სიმბოლოებზე და ახლებურად და სრულიად განსხვავებული ინტერპრეტაციით წარმოადგინა ლექსის სათაურის ჰერმენევტიკული ანალიზი.
თამარ გელიტაშვილმა აუდიტორიას სრულიად განსხვავებული კუთხით გააცნო აკაკი წერეთლის შედევრის აზრობრივი შინაარსი. დამსწრე საზოგადოებამ ლექცია დადებითად შეაფასა.
მსგავსი სიახლეები
ტრენინგი საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო კურსის სილაბუსის შემუშავებისა და შეფასების მეთოდოლოგია
საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრები მიეძღვნა საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების სილაბუსების დაგეგმვის, შემუშავებისა და შეფასების აქტუალურ საკითხებს.
29 ივნისი 2026
ვორკშოპი დოქტორანტებისთვის „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“
სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით დოქტორანტებისთვის გაიმართა ვორკშოპი თემაზე „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“.
25 ივნისი 2026
შეხვედრა დოქტორანტებთან სადისერტაციო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის საკითხებზე
სემინარის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია სადისერტაციო ნაშრომის შექმნის ძირითად ეტაპებზე, კვლევის შედეგების ეფექტიანად წარმოჩენის მეთოდებსა და...
24 ივნისი 2026
