სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს მთიანეთის ტრადიციული ყოფისა და სიძველეების შესახებ
კონფერენცია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსებული საგრანტო პროექტის ფარგლებში ჩატარდა6 ივნისს ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის სხდომათა დარბაზში, ისტორიის დოქტორის, გელა ქისტაურის ორგანიზებით გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს მთიანეთის ტრადიციული ყოფისა და სიძველეების შესახებ.
კონფერენცია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსებული საგრანტო პროექტის - "მთიულეთის სინკრეტული რელიგიის ისტორიულ - ეთნოლოგიური ნარკვევი"-ს ფარგლებში ჩატარდა.
კონფერენცია შესავალის სიტყვით გახსნა და მონაწილეებს მიესალმა ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე.
მოხსენებები წაიკითხეს: პროფესორებმა როლანდ თოფჩიშვილმა, ნინო მინდაძემ, ნათია ჯალაბაძემ, ნინო ღამბაშიძემ, ამირან არაბულმა, თემო ჯოჯუამ, გელა ქისტაურმა, ოთარ ჟიჟიაშვილმა, ნუნუ ხარაიშვილმა.
მსგავსი სიახლეები
ახალი სასწავლო წელი დაიწყო
ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს უნივერსიტეტმა პირველკურსელებს უმასპინძლა.
AWS Agentic Football Cup Georgia
22 აგვისტოს წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა AWS Agentic Football Cup Georgia-ს უმასპინძლა, რომელიც AWS User Group Tbilisi-ის ორგანიზებით გაიმართა.
