ახალი სასწავლო წელი
2019 წლის 16 სექტემბერს, ქართული უნივერსიტეტის წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შეხვედრა პირველკურსელებთან.2019 წლის 16 სექტემბერს, ქართული უნივერსიტეტის წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შეხვედრა პირველკურსელებთან. ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ სტუდენტებს მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება და წარმატებები უსურვა მათ.
სტუდენტებს არჩეული სპეციალობების და მომავალი სასწავლო პროცესის თავისებურებებზე ესაუბრნენ: ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, პროფესორი ლევან ქისტაური, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი, პროფესორი ლევან ჯიქია.
სტუდენტთა სახელით გამოვიდნენ: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგიონალური პროცესების სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტი, 100% სახელმწიფო გრანტის მფლობელი მარიამ თაღიაშვილი და სამართლის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტი ქეთევან ხურცილავა.
მსგავსი სიახლეები
ახალი სასწავლო წელი დაიწყო
ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს უნივერსიტეტმა პირველკურსელებს უმასპინძლა.
AWS Agentic Football Cup Georgia
22 აგვისტოს წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა AWS Agentic Football Cup Georgia-ს უმასპინძლა, რომელიც AWS User Group Tbilisi-ის ორგანიზებით გაიმართა.
