"ინოვაციური მიდგომები საექსკურსიო მენეჯმენტში"
26 სექტემბერს ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნიკო კვარაცხელიამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: "ინოვაციური მიდგომები საექსკურსიო მენეჯმენტში".ქართულ უნივერსიტეტში გრძელდება "მეცნიერებისა და ინოვაციების ფესიტავლი 2019". 26 სექტემბერს ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნიკო კვარაცხელიამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: "ინოვაციური მიდგომები საექსკურსიო მენეჯმენტში".
ექსკურსიებს ტურიზმის სფეროში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ზოგადად ექსკურსია ახდენს გავლენას, ადამიანის შეხედულების ფორმირებაზე, რაც გარკვეულწილად ზემოქმედებს სამოგზაურო ქვეყნის შესახებ მისი აზრის ჩამოყალიბებაზე, საბოლოოდ კი ქვეყნის იმიჯზე. უკანასკნელ პერიოდში გავრცელდა ექსკურსიის ახალი ფორმა - საავტორო ექსკურსიები, რაც არამხოლოდ ძვირადღირებული ღონისძიებაა, არამედ გიდისათვის შრომატევადი და შემოქმედებითი საქმიანობაა. მასტერკლასის მთავარი თემა სწორედ ასეთი სახის ექსკურსიები იყო, რომელიც მიეძღვნა გამოჩენილ საზოგადო მიღვაწეს, უდიდეს მწერალსა და მოაზროვნეს, საქართველოს ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხულ ილია ჭავჭავაძეს.
მსგავსი სიახლეები
ახალი სასწავლო წელი დაიწყო
ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს უნივერსიტეტმა პირველკურსელებს უმასპინძლა.
AWS Agentic Football Cup Georgia
22 აგვისტოს წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა AWS Agentic Football Cup Georgia-ს უმასპინძლა, რომელიც AWS User Group Tbilisi-ის ორგანიზებით გაიმართა.
