დასაქმების ფორუმი
18 ოქტომბერს, სტუდენტთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით ქართული უნივერსიტეტის შიდა ეზოში გაიმართა დასაქმების ფორუმი. სტუდენტები გაეცნენ დამსაქმებლების მიერ შემოთავაზებულ, სტუდენტებზე მორგებულ ვაკანსიებს და ადგილზე შეავსეს განაცხადები.
ფორუმში მონაწილეობა მიიღო 20-ამდე დამსაქმებელმა: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ბანკი, "ვი თი ბი" ბანკი, ლიბერთი ბანკი, სადაზღვევო კომპანია „თი ბი სი დაზღვევა“, სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი", სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტი”, სადაზღვევო კომპანია „ალფა“, სადაზღვევო კომპანია „პსპ”, სადაზღვეო კომპანია "ალდაგი", პსპ ფარმა, ევექსი, KMS Georgia, საბროკერო კომპანია „ვაისი“, კარფური, ორი ნაბიჯი, აგროჰაბი, ნიკორა, ვენდისი/დანკინი.
ფორუმში მონაწილე დამსაქმებლების მიერ წარმოდგენილი ვაკანსიები ძირითადად მორგებული იყო ბაკალავრიატის სტუდენტებზე. სამომავლოდ დაგეგმილია მასშტაბური ფორუმის ჩატარება, რომელშიც მონაწილეობას კიდევ უფრო მეტი დამსაქმებელი მიიღებს და შემოთავაზებული ვაკანსიები მორგებული იქნება, როგორც ქართული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებზე, ასევე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებზეც.
მსგავსი სიახლეები
დაჩი მხეიძე სტუდენტური მობილობით ბრნოს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში იმყოფება
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი დაჩი მხეიძე 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრს ბრნოს ტექნოლოგ...
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის გუნდმა ქუჩის ფეხბურთის ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა
საქართველოს უნივერსიადა 2026-ის ფარგლებში გამართულ ქუჩის ფეხბურთის ტურნირზე წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა.
