ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტიპენდიანტთა სამეცნიერო კონფერენცია
23 დეკემბერს, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის 2019 წლის შემოდგომის სემესტრის სტიპენდიანტთა სამეცნიერო კონფერენცია23 დეკემბერს, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის 2019 წლის შემოდგომის სემესტრის სტიპენდიანტთა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლოკო-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების 42-ე წლისთავს.
კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ:
1. ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტიპენდიანტი - დავით გოგლიძე და კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტიპენდიანტი - დავით კურცხალია თემით: „როგორ მუშაობს ბლოკჩეინი და რა არის კრიპტოვალუტა“;
2. ეკონომიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტიპენდიანტი - მაკა მარქარაშვილი თემით: „შრომითი ბაზრისა და დასაქმების ეკონომიკური და ფსიქოლოგიური პრობლემები“ (ხელმძღვანელი - მოწვეული პროფესორი ლია ქურხული);
3. ტურიზმის ბიზნესის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტიპენდიანტი - სალომე ჭოველიძე თემით: „ველნეს ტურიზმი და სპა ინდუსტრია საქართველოში“ (ხელმძღვანელი - მოწვეული პროფესორი გიგი ყუფარაძე);
4. ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტიპენდიანტი - მარი ხმალაძე თემით: „ჩვენ და ემოციები“;
5. ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტიპენდიანტი - ანა ყოჩაშვილი თემით: „სწრაფვა თვითაქტუალიზაციისკენ“;
6. სოციალური მუშაობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტიპენდიანტი - ანა სადაღაშვილი თემით: „ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები“.
კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ სერთიფიკატი და საჩუქრები.
მსგავსი სიახლეები
ტრენინგი საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო კურსის სილაბუსის შემუშავებისა და შეფასების მეთოდოლოგია
საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრები მიეძღვნა საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების სილაბუსების დაგეგმვის, შემუშავებისა და შეფასების აქტუალურ საკითხებს.
ვორკშოპი დოქტორანტებისთვის „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“
სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით დოქტორანტებისთვის გაიმართა ვორკშოპი თემაზე „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“.
