ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე მეორისა და კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ პირველის დაბადებიდან 300 წლისთავისადმი მიძღვნილი ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია
06 ნოემბერი 2020
6 ნოემბერს ჩატარდა ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე მეორისა და კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ პირველის დაბადებიდან 300 წლისთავისადმი მიძღვნილი ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია
6 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე მეორისა და კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ პირველის დაბადებიდან 300 წლისთავს. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ქართული უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები.
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი დაჩი მხეიძე 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრს ბრნოს ტექნოლოგ...
წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული მეცნიერებისა და ფილოსოფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვ...