ორშაბათს, 5 ივნისს, 11 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, ტურიზმის ბიზნესის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ნიკო კვარაცხელია ჩაატარებს მასტერკლასს „ინოვაციური მიდგომები საექსკურსიო მენეჯმენტში“.
დასწრება თავისუფალია.
24 მაისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება წარდგენა მონოგრაფიისა „ქართველურ-თურქულ სამეტყველო კოდთა შერევის კანონზომიერებები ქართველურენოვანი მუჰაჯირების შთამომავალთა მეტყველების მიხედვით“.
შაბათს, 27 მაისს, 13:00 საათზე, გაიმართება 2021-2022 სასწავლო წლის მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამის კურსდამთავრებულთა სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია
16 მაისს, 11:30 საათზე, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძე ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: "აღდგენითი მართლმსაჯულება, სამართლის აღსრულების განსხვავებული გზა".
24 მაისს, 13:00 საათზე, SANGU-ში გაიმართება საქართველოს ეროვნული დღესასწაულის, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენცია.