მენიუ

პროფესორ დევიდ ელერის საჯარო ლექცია სანგუში

პროფესორი დევიდ ელერი არის სტრატეგიისა და სტრატეგიული ლიდერობის სფეროში საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ექსპერტი, რომელსაც 35-წლიანი გამოცდილება აქვს საგარეო და სახელმწიფო სამსახურში.

პროფესორ დევიდ ელერის საჯარო ლექცია სანგუში

29 იანვარს საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა პროფესორ დევიდ ელერის (David Ellery) საჯარო ლექცია თემაზე „2026: გამოწვევები სტრატეგიისა და სტრატეგიული ლიდერობისთვის“.

საპატიო სტუმარი უნივერსიტეტში მიიღო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა.

პროფესორი დევიდ ელერი არის სტრატეგიისა და სტრატეგიული ლიდერობის სფეროში საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ექსპერტი, რომელსაც 35-წლიანი გამოცდილება აქვს საგარეო და სახელმწიფო სამსახურში. იგი უმაღლეს დონეზე მონაწილეობდა სტრატეგიული პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებით.

ლექციის ფარგლებში პროფესორმა ელერმა ყურადღება გაამახვილა 2026 წლის გლობალურ სტრატეგიულ გარემოზე და იმ ძირითად გამოწვევებზე, რომლებიც უკავშირდება სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, ლიდერობას, სახელმწიფოებისა და ინსტიტუტების მდგრადობას, ასევე ტექნოლოგიური ცვლილებების გავლენას სტრატეგიულ აზროვნებაზე.

ღონისძიებამ მაღალი ინტერესი გამოიწვია სტუდენტებსა და აკადემიური წრის წარმომადგენლებში და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თანამედროვე სტრატეგიული აზროვნების შესახებ დისკუსიის გაღრმავებაში უნივერსიტეტის აკადემიურ სივრცეში.

 

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა