მენიუ

ცხადდება ღია კონკურსი

აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში

ცხადდება ღია კონკურსი

აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში“:

  • კომპიუტინგის მიმართულებით ასისტენტ-პროფესორის ორ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე;
  • ფსიქოლოგიის მიმართულებით (ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება) ასისტენტ-პროფესორის 1 ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე;

კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადაა 2026 წლის 7 და 8 სექტემბერი. მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი № 53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან – 17:00 საათამდე.

კომისიამ კონკურსის შედეგები უნდა წარმოადგინოს არაუგვიანეს 18 სექტემბრისა.

ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ძირითადი მოთხოვნები:

  1. ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  დადგენილია საკანონმდებლო მოთხოვნა:  - დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;
  2. აკადემიურ თანამდებობაზე კანდიდატთა მონაცემების განხილვისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის მიღწევები საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, რაც შესაძლებელია შეფასდეს და დადასტურდეს შემდეგით:
    1. სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები, მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში და სხვა სამეცნიერო აქტივობები;

    2. სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;

    3. საერთაშორისო თანამშრომლობა და საქმიანობა აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით;

    4. ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის შემთხვევაში - კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სამოტივაციო წერილი;

    5. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;

    6. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა, რომელიც, კონკურსანტის აზრით, უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს;

  3. პროფესიული ნიშნით  ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად მხედველობაში მიიღება ქვემოთ მოცემული კრიტერიუმები:
    1. ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პროფესიული ნიშნით შეიძლება აირჩეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც, აკმაყოფილებს არანაკლებ ერთს ქვემოთ მოცემული შემდეგი პირობებიდან:
      1. აქვს საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;

      2. აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;

      3. აქვს შესაბამისი მიმართულებით განხორციელებული სამეცნიერო ან პრაქტიკული ხასიათის კვლევით პროექტში/პროექტებში ჩართულობის გამოცდილება ან/და გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;

როგორც აკადემიური ასევე პროფესიული ნიშნით განსაზღვრულია  დამატებითი    საუნივერსიტეტო (სპეციფიკური) მოთხოვნები:

მხოლოდ კომპიუტინგის მიმართულებით კონკურსანტისთვის:

  1. ინფორმაცია და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების/კომპიუტინგის სფერო არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური ან/და პრაქტიკული სწავლების ტექნიკა;
  2. პროგრამირების, ვებტექნოლოგიების, მონაცემთა დამუშავების ან ხელოვნური ტექნოლოგიების გამოყენებით თეორიული ცოდნა და პრაქტიკული ტექნიკა;
  3. პრაქტიკული/ლაბორატორიული მეცადინეობების დაგეგმილი, განხორციელების და შეფასების უნარი;
  4. სასწავლო კურსის სილაბუსის, თემის გეგმის, პრაქტიკული სამუშაოების და შეფასების კრიტერიუმების შემუშავების უნარი;
  5. თანამედროვე პროგრამული ინსტრუმენტების გამოყენების ცოდნა;
  6. სასწავლო პრაქტიკული პროექტების ხელმძღვანელობა, კონსულტაცია და შეფასების ცოდნა;
  7. ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონე;
  8. სასურველია პროფესიული პორტფოლიო, GitHub/GitLab რეპოზიტორები, განხორციელებული პროექტების, პუბლიკაციების, სერტიფიკატების ან სხვა დოკუმენტების დამადასტურებელი სერთიფიკატები.

კანდიდატმა უნდა დაადასტუროს კომპტენცია ქვემოთ ჩამოთვლილ არანაკლებ ერთ მიმართულებაში:

  1. ვებტექნოლოგიების და სერვერული პროგრამირების მიმართულება - JavaScript/TypeScript ეკოსტემის, Node.js-ის ან სხვა სერვერული ტექნოლოგიების, REST API-ს, მონაცემთა ბაზების დაცვისა და ვიაპლიკაციების არქიტექტურის ტექნიკური ცოდნა;

  2. Python, ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების მიმართულება - Python-ის, მონაცემთა დამუშავების, ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების ძირითადი მეთოდების, ასევე შესაბამისი პროგრამული ინსტრუმენტების გამოყენებისას.

მხოლოდ ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულირების მიმართულებით კონკურსანტისთვის:

  • საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის გამოცდილება;
  • ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მინიმუმ 3 სასწავლო კურსის გაძღოლის გამოცდილება;
  • ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მინიმუმ 3 სასწავლო კურსის მასალების შემუშავება/უზრუნველყოფის გამოცდილება;
  • პრაქტიკული გამოცდილება ფსიქოკონსულტირებაში;
  • ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე


საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (ფორმა განთავსებულია ვებგვერდზე sangu.edu.ge);
  2. ავტობიოგრაფია (CV, ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
  3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (დისკი ან მეხსიერების ბარათი) ერთად (შესავსები ფორმა განთავსებულია ვებგვერდზე sangu.edu.ge)
  4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
  6. შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები ნოტარიულად დამოწმებული; (ფიზიკურად და ელექტრონულად)
  7. სტიპენდიების, გრანტების, სხვა სამეცნიერო აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
  8. კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
  9. შესაბამისი მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობისა და საქმიანობის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  10. სამოტივაციო წერილი;
  11. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
  12. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა;
  13. შესაბამის დარგში მინიმუმ სამწლიანი მუშაობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმანობის განხორციელების შესახებ დოკუმენტაცია, (მინიმუმ 2 წელი) ან სამეცნიერო თუ პრაქტიკული ხასიათის პროექტში ჩართულობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები.
  14. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი;(არსებობის შემთხვევაში)
  15. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
  16. საუნივერსიტეტო(სპეციფიკური) მოთხოვნების დამადასტურებელი დოკუმენტები;
  17. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან წარმოდგენილი ცნობა ნასამართლობის შესახებ და ასევე, ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ;


მიმაგრებული დოკუმენტაცია:

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა